საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პროექტი-გზამკვლევი მოსწავლეებისაგან
2015/06/09 11:37:14

მე-7 კლასის მოსწავლეებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აზა ჯამბურიძე) წარმოადგინეს სასწავლო პროექტის პრეზენტაცია თემაზე: „გზამკვლევი“.
გაკვეთლის თემა მიზნად ისახავდა რეგიონში ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების პროექტ-გზამკვლევის შედგენას. კერძოდ: გელათის, მოწამეთის, ბაგრატისა და გეგუთის ხუროთმოძღვრული ძეგლებს. ქუთაისის ბულვარისა და პირველი კლასიკური გიმნაზიის ისტორიას...


პროექტ-გკვეთილის მიზანი: მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა, დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარის, კვლევის და ძიების, ინფორმაციის გადამუ -შავებისა და დახარისხების, საკუთარი აზრის გამოხატვის, დროის დაგეგმვისა და რაციონალურად გამოყენების უნარის გამომუშავება.


მოსწავლეებმა პროექტის შინაარსიდან გამომდინარე გააკეთეს კედლის გაზეთები და სლაიდები. შეძლეს პროექტის ტექსტი ზეპირად წარმოედგინათ აუდიტორიის წინაშე.

პროექტზე მუშაობისას დამყარდა საგანთაშორისი კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, სახვითი ხელოვნება. პროექტი შეფასდა წინასწარ შედგენილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით.

 

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლისდირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში - ია ჩინჩალაძე, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები პრეზენტატორთა გამოსვლამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია