საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს დაცვის დღე დასუფთავების აქციებით აღინიშნა
2015/06/05 22:40:10

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა როგორც დედაქალაქში, ასევე - რეგიონებში.


ცნობისათვის: 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.


გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

 

*****

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დილიდან რამდენიმე  ღონისძიებ გამართა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან ერთად, გამწავანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.


კიკვიძის (ვეტერანთა კულტურისა და დასვენების) პარკში ტუიას სახეობის 100-მდე ნერგი დაირგო. აქციაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

 

 

****

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, ბუნებრივია,  ქუთაისშიც აღნიშნეს.  ამ დროისთვის ქალაქში დაიდგა სპეციალური ურნები პლასტმასის შესაგროვებლად, რომლის ინიციატორი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრი“, ხოლო ფინანსური მხარდაჭერა ქალაქის მერიამ გასწია.

 

გაიმართა ასევე პროექტ "ნარჩენების მართვის ინოვაციური დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში" ფარგლებში გადაღებული კლიპის პრეზენტაცია, რომლის მიზანიცაა საზოგადეობის ინფორმირების გაუმჯობესებაა ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით.


დღესვე ქუთაისში მუხრანის ტყის დასასუფთავებლად მოხალისეების აქცია გაიმართა. აქციას ქუთაისის მერი, შოთა მურღულიაც შუერთდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2275
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია