საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
,,თანაშემწის’’ ერთი დღე
2015/06/05 20:55:01

მე ნათია ნეფარიძე ვარ, წმინდა ანდია პირველწოდებულის მართლმადიდებური სკოლის სამოქალაქო კლუბ „ორთოდოქსების“ ლიდერი. ყოველთვის მინდოდა ერთი სამუშაო დღე გამგეობაში გამეტარებინა, ამიხდა ეს სურვილიც, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ ფარგლებში,   1 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ვესტუმრე და  სამუშაო დღე ქალბატონ ლალი კაპანაძესთან ერთად გავატარე.


დღე  თათბირით დაიწყო,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან მახათაძის, მოადგილეების და სასმსახურსი უფროსების გვერდით ვიჯექი და მეც ვმსჯელობდი ქალაქის მნიშვნელოვან საკითხებზე.


ერთად შევაფასეთ გასული კვირა, შედეგები, განიხილეს ქალაქის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტები. შეაჯამეს ტენდერები. ჩემს თვალწინ დაუყონებლივ  მიიღეს  გადაწყვეტილება, რომ  200–200  ლარით დახმარებოდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის  დაღუპულთა ოჯახებს. დავგეგმეთ  ოლიმპიური ცეცხლის  შემოტანასთან   დაკავშირებული ღონისძიებები.


რადგანაც ჩემი თანაშემწედ ყოფნის  ერთი დღე  1 ივნისს დაემთხვა, დატვირთული გრაფიკით მოგვიწია მუშაობა, ჯერ ჭიათურის მეორე სკოლის ღონისძიებას დავესწარით, შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ  მინი სტადიონზე გაიმართა რაინდ  აბრამიშვილის სახელობის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სულ ბოლოს სამეჯლისო ცეკვების საღამოს.

 


 

  გამგებლის მოადგილემ, ქალბატონმა ლალი კაპანაძემ, რომელთან ერთადაც გავატარე ერთი სამუშაო დღე, დღის ბოლოს ლამაზი წიგნით დამასაჩუქრა, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას, დამპირდა რომ კლუბის რამდენიმე სოციალური ინიციატვის აქტიური მხარდამჭერი იქნება, სწორედ თანაშემწედ ყოფნისას მივიღე შემოთავაზება, რომ  სამოქალაქო კლუბი „ორთოდოქსები“ აქტიურად ჩაერთოს   18 ივნისს, ჭიათურაში  ოლიმპიური ცეცხლის დასახვედრად მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ  ყველა  ღონისძიებაში. ჩვენც მზად ვართ.

 

ნათია ნეფარიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1417
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია