დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახლი ,,თანადგომას’’ მხარდაჭერა შშმ და მრავალშვილიან პირებს
2015/06/02 23:15:33

12 წლის იზოლდას გადაადგილება უჭირს, დედას ხელით დაჰყავს, არ შეუძლია საუბარი და უჭირს ღეჭვაც. დღეს მან სამტრედიაში არსებული ა.ა.ი.პ. სახლი ,,თანადგომისგან’’ ერთჯერადი დახმარება მიიღო. იზლოდას მეურვის ნონა თოფურიას თქმით, ეს მათთვის ძალიან დიდი დახმარებაა.


,,ჩემი მეუღლე ქირით მუშაობს არანაირ სამუშაოს არ თაკილობს. ძალიან გვიჭირს სოციალურად დაუცველები ვართ, სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი მელოდება, უსახლკარო ვარ, რაღა ვთქვა, ყველა გაჭირვებამ ჩემზე გადაიარა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და იმ სამსახურს, ვინც ჩვენთვის ამ საჩუქრის, ნუგბარის გადმოცემა გადაწყვიტა და გული გაგვიმხიარულა. ერთი ლიტრი ზეთი იქნება, ერთი კილოგრამი შაქარი თუ ფქვილი ჩვენთვის ძალიან დიდი შეღავათია’’ - აღნიშნა ნონა თოფურიამ.


იზოლდას მსგავსად ერთჯერად დახმარებას 10 კილოგრამ პურის ფქვილის, 5 კგ მაკარონის, 3 ლ ზეთის, 3 კგ შაქრის, 1კგ ტომატის, 2 ცალი ლიმონათის, ნახევარი კილოგრამი კანფეტისა და ბრინჯის სახით მომდევნო 3-4  დღის განმავლობაში კიდევ  93  შშმ და მრავალშვილიანი პირი მიიღებს.


სამტრედიაში არსებული სახლი ,,თანადგომის’’ ერთ-ერთი პროგრამა ბენეფიციარებისადმი სადღესასწაულოდ ამანთების გადაცემას ითვალისწინებს. დღესდღეობით სახლ ,,თანადგომას’’ 135 ბენეფიციარი ჰყავს ისინი ყოველდღიურად, კვირა დღის გარდა, უფასო საკვებს იღებენ. დამატებით 360 პირი კი კვირაში ერთხელ ორ ან სამ ცალ პურს იღებს. იმ პირებისთვის, ვისაც გადადგილება არ შეუძლია და ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას, სახლის თანამშრომლებს საკვები მათთვის ადგილზე მიაქვთ.

 

,,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გადავწყვირეთ 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მრავალშვილიანი პირებისთვის 100 ლარის ფარგლებში საჩუქარი გაგვეკეთებინა’’ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ‘’სახლი თანადგომის’’ დირექტორმა მზევინარ ბოხუამ.


სახლი ,,თანდგომას’’ მენეჯერის, შოთა სტურუას თქმით, სამტრედიის გამგეობის გადმოცემული თანხის ფარგლებში შეძენილი პროდუქტი სახლის ბაზაზე ხარისხდება, იწონება და იფუთება. საჩუქარი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაეცემა თითოეულ ბენეფიციარის. ,,არცერთი პროედუქტი არაა მალფუჭებადი, ყველა ერთად ვერ ახერხებს მოვიდეს და წაიღოს კუთვნილი ამანათი, ამიტომ სურვილის მიხედვით გადავანაწილეთ რამდენიმე დღეზე. გვინდოდა, რომ ბავშთა დაცვის დღე 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისა და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის შედარებით მსუბუქი ყოფილიყო’’ - აღნიშნა შოთა სტურუამ.


.......


დღეს რამდენიმე ადამიანისთვის საჩუქრის გადაცემას მეც დავესწარი. მათი  ნახვისას აშკარაა იყო, რომ ეს მცირე დახმარება დიდი პრობლემის შემსუბუქების არაჩვეულებრივი საშაულებაა.


12 წლის იზოლდას დედასთამ ნონა თოფურიასთან საუბრისას კი გავარკვიე, რომ ბავშვი საჭიროებს მცირე სამედიცინო დახმარებას, რომლის შედეგადაც შესაძლებელია ბავშვმა სიარული შეძლოს.


,,ვიცი რომ არსებობს მხარდამჭერი ორგანიზაციები, ასევე ‘’სოლიდარობის ფონდი’’ ძალიან მინდა ჩემი გაჭირვება მათ ყურამდე მივიდეს. არაფერი არ მინდა, არაფერს ვითხოვ ერთადერთი, რაც მაწუხებს ჩემი შვილის ჯანმრთელობაა. იქნებ შესაძლებელი იყოს ამ ადამიანებმა ბავშვს სამედიცინო კუთხით  დახმარება აღმოუჩინონ. ვიცი რომ მას მეტი შეუძლია. უკვე სიტყვების თქმასაც ცდილობს, სიარული ჩემი დახმარებით შეუძლია. ეს ჩემი დაუღალავი ცდის და ვარჯიშის შედეგია, აქიდან გამომდინარე მგონია,დარწმუნებული ვარ რომ უფრო კვალიფიციური და სწორი ვარჯიშების საშუალებით ის შეძლებს გაიაროს’’ - აღნიშნა 12 წლის იზოლდას მეურვემ ნონა თოფურიამ.

 

ლალი შენგელია

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია