დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაიცანით ზურაბ მელიქიშვილის პოეზია – "ლურჯი საყურე"
2015/06/02 00:30:43

ქართული პოეზია - ეს ის საგანძურია, რომელიც წინაპართაგან დაგვრჩა, თუმცა, ფასეულობების შეცვლამ, ქართული სულის გამოფიტვამ ეს საგანძურიც ტრადიციებივით მიაძინა... წიგნი თითქმის უინტერესონივთიგახდა, ის სოციალურმა ქსელმა შეცვალა...თუმცა, საბედნიეროდ (სწორედ სოციალური ქსელში არსებული ჯგუფის მეშვეობით), უამრავი ადამიანი აღმოვაჩინე, რომელთა შემოქმედების წყალობითაც იმედი მომეცა, რომ ქართული სულიერებით ჯერ კიდევ შეგვიძლია ყველაზე მაღალ საფეხურზე ვიდგეთ.


ახლა შემოგთავაზებ ქართველი ახალგაზრდა პოეტის, ზურაბ მელიქიშვილის ორ ლექსს, რომელიც გაგრძნობინებთ მისი პოეზიის „სიმხურვალეს“. სხვათაშორის, ვფიქრობ, რომ ზურაბის შემოქმედება სწორედ ისეთი უცნაურობითა და სილამაზით გამოირჩევა, როგორც ვაჟა ფშაველას შემოქმედება. წარმოშბით, ზურაც მთიელია, მან ლექსების წერა 5 წლის ასაკიდან დაიწყო, თუმცა, როგორც ყველა პატარას, არც მას შეუფასეს ნაშრომი და სამწუხაროდ, არც პირველი ლექსია შემონახული. იგი 30 წლისაა და მისი შემოქმედება ქართულ ტკივილსა და სითბოს უცნაური სილამაზით გადმოგვცემს, რაც იშვიათი ნიჭის დამსახურებაა. წარმატებებს ვუსურვებთ ზურას და მასთან ერთად, –  ყველა ნიჭიერ პოეტს.

 

ლურჯი საყურე

ჰორიზონტს შეაბეს შვიდფერა საყურე,

ბალახზე ანთია მზისფერი წვეტები,

მე დღესაც ვერავინ დავიმსახურე,

რიგია და ვერც დღეს მიღებენ ღმერთები.


და მზერადახრილი მივყვები ტროტუარს,

თითქოს გზას მითმობენ შემხმარი ფოთლები,

დღეს არა, არ ვგევარ დაწყევლილ დონჟუანს,

ჩემს ხელებს დღეს მხოლოდ იგრძნობენ ბოთლები.

 

დაღამდა და ბახუსს შევხსენი საკინძე,

ოთახში ვერაგი თამბაქოს ნისლია,

კაშნე და ქურთუკი შეწუხდნენ საკიდზე

და წუთებს, წასვლამდე დარჩენილს, ითვლიან.

 

ჰორიზონტს მოერგო კუპრივით სუდარა,

აღარსად არ ჩანდა შვიდფერა საყურე,

არვისთან არ ღირს-თქო ხვეწნა–მუდარა,

ვთქვი ჩუმათ და კარი შიგნიდან დავხურე.

 

სავარძელს მივანდე დაღლილი სხეული,

ჰაერს კვლავ ვერაგი თამბაქო ხუთავდა,

მე უკვე ვიყავი ხილვებად ქცეული,

მიწა რომ მტრედისფერ განთიადს სუნთქავდა.

 

ბალახზე ელავდნენ მზისფერი წვეთები,

მე შენთვის მინდოდა შვიდფერა საყურე,

შენ მუდამ ჩაუქრობ სანთელად ენთები, 

რომელიც რატომღაც ვერ დავიმსახურე.

 

 

***

 

აწმყოს ნამუსი ისე ახადეს,

არც მოიკითხეს წარსული მისი,

მანდილს ვინ ჩივის, კაბაც გახადეს

და უზნეობა ჩააცვეს სხვისი.

 

შემოგვეჩვია საღათას ძილი,

ქართულ მიწაზე უცხო მტვერია,

დღეს ქართველობა აღარ ღირს ძვირი,

ახლა ის ვისთვის მწვანე ფერია.

 

მაგრამ ამ სოდომს ნებადართულად, 

კუდის მოქნევის შერჩა მისია.

და ერი თუ კი იშვა ქართველად,

საქართველოში ყოფნის ღირსია.

 

და მოვა ჟამი, იქნება ფიცი,

კვლავ ვიდიდგორებთ თავგამეტებით,

ჩვენ გადავრჩებით და მერე, ვიცი,

საუკუნეებს გადავედებით!

 

 

სალომე სილაგაძე

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2888
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია