საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გილოცავთ!
ბავშვთა საერთაშორისო დღის ტრადიცია და სიახლეები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/01 10:19:46

ზაფხულის პირველ დღეს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ ბავშვთა დღეს. ბავშვთა საერთაშორისო დღე ერთ–ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია.


 იგი დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის  მსოფლიო კონფერენციაზე. ერთ-ერთი ვერსიით, 1 ივნისს ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უ ცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე დაემთხვა ”ბავშვთა” კონფერენციას ჟენევაში.

 

1950  წლის 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის პირველი საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ეს დღე ყოველწლიურად არის მიჩნეული სადღესასწაულოდ.

 

წელსაც საქართველოს დედაქალაქსა თუ რეგიონებში მრავალი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი ბავშვთა დღის აღსანიშნავად.

 

ქუთაისში დღეს შეგიძლიათ , პატარებთან ერთად ისიამოვნოთ და გაერთოთ:

12:00 საათი: ქუთაისის სპორტის სასახლეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქალაქო სპორტული ღონისძიება „ მხიარული სტარტები“, სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელთა მონაწილეობით ჩატარდება.

 

12:00 საათი: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქუთაისში 1-10 ივნისამდე გამართავს რესპუბლიკურ საბავშვო პლენერს „იმპრესიო“.



13 :00 საათი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სტუდია „ბაია“ შოუ პროგრამას წარადგენს.



13:00 საათი: ხონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება.



14:00 -18:00 საათი: ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი და სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ჩვენება გაიმართება.



18:30 საათი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, თბილისის კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.


19:00 საათი: ლ.მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში, ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის ბავშვთა შემოქმედებითი კოლექტივების „იმედი“ კონცერტი ჩატარდება. 

 

ყველა პატარას ვულოცავთ ამ დღეს და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ!

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია