დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯადოსნური ფერები „ჯადოსნურ სამყაროში“
2015/05/29 18:56:09

ყოველთვის, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე ვფიქრობ, ერთი ეპიზოდი მახსენდება. ზაფხულის ერთ დღეს მეგობრები სკვერში ვისხედით და ვსაუბრობდით, ჩვენს წინ პატარა ბავშვები ატრაქციონზე თამაშით ირთობდნენ თავს, პერიოდულად რომელიღაც პატარა მიატოვებდა თამაშს, მიირბენდა ორსართულიანი შენობის სადარბაზოსთან და გულწრფელი ღიმილით ხელს უქნევდა ვიღაცას. თავიდან მათთვის არ მიმიქცევია ყურადღება. თუმცა, როცა დავაკვირდი, ფანჯრის მიღმა დავინახე 10 წლამდე ბიჭუნა, რომელიც ეტლში იჯდა და  მინაზე თითების მოძრაობით რაღაცას ხატავდა. უცებ ძალიან გავბრაზდი. მინდოდა, მისი მშობლები მენახა და მეთქვა, რომ სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან შეზღუდულ გარემოს ბავშვებისთვის.


არსებობენ ადამიანები, ვინც ამ გარემოს აფერადებს...


ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში „ჯადოსნური სამყარო“, რომელსაც ადმინისტრირებას ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი უწევს, მხატვარმა გიორგი გამთენაძემ და მისმა მეგობრებმა გიორგი ყვავაძემ, ასლან მუშკუდიანმა, სრულიად უსასყიდლოდ გადაწყვიტეს, არტ-თერაპიული ოთახის  კედლები ბავშვებისთვის საყვარელი მულტფილმის გმირებით მოეხატათ. ხატვის პროცესში თავად აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ. „ჯადოსნურ სამყაროში“ ზღაპარ-ოთახი გაჩნდა, სადაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება.


გიორგისთვის ხატვა ყოველდღიური პრობლემების თავის დაღწევის ერთი-ერთი საშუალებაა, ხატვის პროცესიდან ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი და დადებითი ენერგია მიიღოს, ეს ყველაფერი კი  მას საკუთარი საქმის უკეთ შესრულებაში ეხმარება.


ამ დღეს დღის ცენტრში ის ბიჭუნაც  დავინახე, ისევ იმ ეტლში იჯდა და ისევ გულწრფელად იღიმოდა.


სითბოს მიღება შშმ  ბავშვებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუკი მოუსმენთ ცენტრის აღსაზრდელებს, დარწმუნდებით, რომ ისინი უფრო მეტად არიან ბედნიერები, ვიდრე ყოველდღიური საზრუნავით დაღლილი და მოუცლელელი ადამიანები, მიზეზი კი მარტივია – ბავშვები  უკეთ ხედავენ წვრილმანებში ბედნიერებას, ვიდრე ჩვენ!

 

მარი ხვადაგიანი

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია