დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასკოლო ასაკი ისევ 6 წელი იქნება
2015/05/29 17:30:51

პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრის კობა სუბელიანის ინიციატივა – საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომელიც სასკოლო ასაკის განსაზღვრას ეხება პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს.

 

დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი არც ამჯერად დაუჭირეს კანონპროექტს.  ინიციატივას 39 მომხრე 10 წინააღმდეგი ჰყავდა, კანონის მიღებას კი 50 ხმა სჭირდებოდა, ამიტომ  კანონპროექტი არ იქნა მიღებული.

 

კენჭისყრამდე კანონპროექტის ინიციატორმა კობა სუბელიანმა პარლამენტის წევრებს მიმართა:

 

„კოლეგებო, მშობლების მუდარამდე მისულ თხოვნას გადმოგცემთ, რომ მხარი დაუჭიროთ ამ კანონპროექტს. ეს არის ბოლო შანსი და გამოვიყენოთ, რომ შევუშვათ ეს ბავშვები სკოლაში“, – აღნიშნა სუბელიანმა.

 

საკითხზე კომენტარი გააკეთა განათლების კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა ნუკრი ქანთარიამ:

 

„ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ არც პარლამენტს და არც სამინისტროს პოზიცია არ შეუცვლია და მხარს არ უჭერს კანონპროექტს,“ – განაცხადა ქანთარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზესწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იყო. ამასთანავე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, ზოგადი განათლებისდაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება მიეცემოდათ  იმ პირებსაც, რომელთა ასაკი 5 წელზე მეტი იქნებოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია