საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„წიგნი ობიექტივში“ – მეორე საერთაშორისო ფოტოკონკურსი ქუთაისში
2015/05/29 15:51:32

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მეცამეტე ფილიალში ფოტონამუშევრების კონკურსი გაიმართა, თემაზე - „წიგნი ობიექტივში“.

 

 ბიბლიოთეკის მე-13 საქალაქო ფილიალის გამგის, ბელა უჩაძის თქმით, მსგავსი მასშტაბების ფოტოკონკურსი მეორედ ტარდება ქალაქში. კონკურსი თემით - „წიგნი“ – მიზნად ისახავს საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებას.


ფოტოკონკურსზე 100-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი  სხვადასხვა ქვეყნებიდან - ესპანეთი, უკრაინა, რუსეთი და სხვა.


პირველი ადგილის მფლობელი გახდა ქუთაისელი ოთო ბუნტური. მეორე - უკრაინელმა სერგეი ტრუხინმა, მესამე ადგილი წილად ერგო ესპანეთში მცხოვრებ ნატალია  სულაბერიძეს.


ნომინაცია ყველაზე იუმორისტული ფოტო - გამარჯვებული მე-2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ლორიტა ხაჭაპურიძე გახდა.


გამარჯვებულ  მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს  ფონდმა „სოხუმმა“,  „აჭიტამ“ და სხვა ორგანიზაცებმა.


მანანა ლეშკაშელი

 

 

 ყველაზე იუმორისტული ფოტო - გამარჯვებული მე-2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ლორიტა ხაჭაპურიძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1811
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია