დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი ქუთაისის მერიაში ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს
2015/05/29 14:02:41

დღეს ქუთაისის მერიაში ტრანსპორტის კონკურსი მიმდინარეობს.

კონკურსის ღიად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით მიმდინარეობს 3 კამერით ჩაწერა მათ შორის ერთი ტელეკომპანია ,,რიონი“-ს . კონკურსის პირდაპირი ტრანსლირება ხდება მერიის მისაღებში. კონკურს ესწრება ნებართვის მაძიებელი ან უფლებამოსილი პირი. სხვა დაინტერესებული პირები კონკურსის მიმდინარეობას თვალს მონიტორზე ადევნებენ.


ქუთაისის მერიის მიერ კონკურსი 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე მიმდინარეობს . კონკურსს მერიაში სპეციალურად შექმნილი კომისია ხელმძღვანელობს, რომელიც 10 ადამინისგან შედგება თავმჯდომარე,მოადგილე და 8 წევრი.


ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზების ახალ მფლობელებს მაღალი ქულებით გამოავლენს. ნებართვებს კი 2 კვირის ვადაში გასცემს. კონკურსი M2 კატეგორიის 18 მიკროსაავტობუსო ხაზზე ( №№3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტები) მიმდინარეობს

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1920
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია