საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი საქართველოში დღეს შემოვა
2015/05/26 16:45:59

პირველად საქართველოს ისტორიაში 26 ივლისიდან  2 აგვისტომდე თბილისში გაიმართება გრანდიზოული სპორტული ღონისძიება -  ევროპის მე-13  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

ორწელიწადში ერთხელ ევროპის 14-18 წლამდე ახალგაზრდებს შორის ოლიმპიადა იმართება, რომელსაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჰქვია. ოლიმპიური ცეცხლი ყოველთვის საბერძნეთში ინთება და შემდეგ სპეციალურად შექმნილი ჩირაღდნით მასპინძელ ქვეყანაში მიაქვთ. ცეცხლის ანთების ცერემონიის ორგანიზებას საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტი უწევს.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოლიმპიური ცეცხლი ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე (ახლანდელი გეორგიუს ავეროფის სახელობის მარმარილოს სტადიონი) აინთო,საზეიმო ღონისძიებაც ჩატარდა, რომლის დროსაც ცეცხლი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს გადაეცაცერემონიის დროს ათენში შესრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები.

ოლიმპიური ცეცხლი კი საქართველოში დღეს 20:00 საათზე სარფში შემოვა. დღესვე ოლიმპიური ჩირაღდნის მისაღებად ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ხვალიდან კი ჩირაღდანს აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით წაიღებენ და ორითვისგანმავლობაშისაქართველოს 67 რაიონსადაქალაქსშემოივლის. ჩირაღდანი შემდეგ ქალაქებს მოივლის:

ბათუმიდან გადაინაცვლებსხელვაჩაურში, ქედაში,შუახევში ხულოში,  ადიგენშიახალციხეში, ასპინძაშიახალქალაქში, ნინოწმინდაშიწალკაში, თეთრიწყაროშიდმანისშიბოლნისშიმარნეულშიგარდაბანშირუსთავში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ლაგოდეხშიყვარელშიგურჯაანში, თელავშიახმეტაში,ჩარგალშიყაზბეგშიფასანაურშითიანეთშიდუშეთშიმცხეთაშიკასპშიგორშიქარელშიბორჯომშიხაშურშისაჩხერეშიჭიათურაშიზესტაფონშითერჯოლაშიტყიბულში, ამბროლაურშიონში, ცაგერშილენტეხშიწყალტუბოშიქუთაისშიბაღდათში, ვანშიხონში,სამტრედიაში, ჩოხატაურშიოზურგეთშილანჩხუთშიფოთში,  ხობშისენაკშიაბაშაშიმარტვილში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ანაკლიაშიწალენჯიხაშიმესტიაში, უშგულშიქობულეთშითბილისში.  (მუქად აღნიშნულ ქალაქებში ცეცხლი ერთი ღამისთ რჩება).

თბილისი 2015“-ის ჩირაღდანი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დიზაინით შეიქმნა. ჩირაღდანი ოქროსფერია და მასზე ვაზის მტევანი ფოთლებით და ოლიმპიადის ლოგო წარწერით - „თბილისი 2015“ არის გამოსახული. ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში პირველ აგვისტომდე დარჩება. მას 700 მეჩირაღდნე დაარიგებს. ამ პროცესს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ეწოდება. მოგეხსენებათ, ყოველ ოლიმპიადაზე ახალი დიზაინის ჩირაღდანი იქმნება, რომელზეც დატანილია ოლიმპიადის ლოგო, იმ ადგილის სახელწოდება და სიმბოლოები, სადაც შეჯიბრება იმართება.

თბილისი 2015“-ის აღსანიშნავადსაქართველოს ეროვნულმა ბანკმაკი გადაწყვიტა, საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გამოშვება. მონეტები  პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska) იჭრება

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “TBILISI2015”-ის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალს ორგანიზებას გაუწევს საქართველოს კულტურის პალატა. საორგანიზაციო ჯგუფს უხელმძღვანელებს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი - დავით ოქიტაშვილი.

 

 

ლალი შენგელია

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია