საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სიუჟეტების მეფე - სამტრედიელი თვითნასწავლი მხატვარი გივი ფრანგიშვილი.
2015/05/26 08:36:09

მისი ნახატები თითქოს მოძრაობენ, გეძახიან და გიზიდავენ. პერსონაჟები არ გვანან ერთმანეთს, მაგრამ მაინც აქვთ ერთი საერთო - ისინი ერთ საუკუნეში ცხოვრობენ,განიცდიან. შენ ამას ხედავ და გადმოცემულ ემოციას იღებ, იმუხტები.მისი ნახატების მნახველიც რამდენიმე წუთით მეთვრამეტე საუკუნის იმ პერიოდში მოგზაურობს, რომელ პერიოდშიც პერსონაჟები ცხოვრობენ. დიახ, ფერწერის თითქმის ყველა ტილო მეთვრამეტე - მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებას ასახავს. აქ არის მეოცე საუკუნის საქართველოს ის პერიოდიც, როდესაც საქართველო იცლებოდა, ხალხს უჭირდა და  საზღვარგარეთ გადიოდა სამუშაოდ. პერსონაჟები, მათი ქცევა და გარემო დღეს აღარ არსებობს. არ არსებობენ და ამით მეტად გიღვივიბენ სურვილს უყურო, შეისწავლო და იცოდე : როგორ იმოსებოდნენ მაშინ, რას აკეთებდნენ, როგორ და რაზე მუშაოდნენ, რა აწუხებდათ.


როდესაც პირველად მისი ერთ-ერთი ნახატი ,,ორსული ქალი’’ ვიხილე, მიხვდი ამ კაცის შესახებ უნდა სცოდნოდა უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე მას ახლა იცნობდა.


,,ნაივური მხატვრობის’’ ოსტატი  გივი ფრანგიშვილი დღეს სამტრედიაში ნინუების ქუჩაზე №11-ში ცხოვრობს. სახელოსნოც იქ მოუწყვია, სადაც სძინავს. როგორც თავად ამბობს სხვა გამოსავალი არაა. სხვა სივრცე ნახატებზე სამუშაოდ არც აქვს.


მის „სახელოსნოში“ სივიწროვე და  ბევრი ნახატია, რაც  ბევრ ემოციას ნიშნავს. არ იცი: საიდან დაიწყო დათვალიერება. თუ მან არ მიგითითა, ვერ ხვდები, ეს ნახატი შენს თვალწინ რომ იდგა ვერ დაინახე და თვალებს აქეთ-იქით აცეცებ. ვერ აღიქვამ ყველას ერთად, სივიწროვის გამო კი ზოგიერთი  დიდჩარჩოიანი ნახატი პატარაჩარჩოიანს ფარავს, ისევე, როგორც ეს ადამიანთა ცხოვრებაში ხდება.  ყველა ნახატი უყვარს ევლება და ეფოფინება...


გივი ფრანგიშვილი 1945 წელს დაიბადა მცხეთაში. მამა აქტიურიპოლიტიკოსი კომუნისტების მოწინააღმდეგე იყო,  ამის გამო ოჯახს პრობლემები ჰქონდა. დედამ გადაარჩინა, გვარი შეუცვალა და დასავლეთ საქართველოში გადმოსახლდნენ. რთული ცხოვრება გაიარა, მუშად მუშაობდა - ვაგონებს ცლიდა. ავადმყოფ დედას უვლიდა და ყველა სხვა საქმის დასრულების შემდეგ ღამეს ათევდა დაგროვილი ემოცია, იდეები, რომ ნახატად ექცია.


გაგიკვირდებათ და, თვითნასწავლი მხატვარია. 10 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ სანამ მიწაზე რაიმეს არ დახატავდა ვერ ისვენებდა. მიწაზე ხატავდა, იმიტომ რომ ქაღალდის ან ფანქრის ფული ოჯახს ნამდვილად არ ჰქონდა. 22 წლის ასაკიდან კი ის უკვე აღრიცხვაზეა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში (ხალხური შემოქმედების სახლი), როგორც ფერწერის თვითნასწავლი მხატვარი. ამის შემდეგ უამრავ გამოფენაში აქვს მონაწილოება მიღებული. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო: 1973 წელს თბილისში (სამხატვრო გალერეა), 1975 წელს სამტრედიაში (ეროსი მანჯგალაზის სახელობის კულტურის სახლში), 1978 წელს ქუთაისში. 2008 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თაოსნობით მოეწყო გივი ფრანგიშვილის ნამუშევრების სრულყოფილი გამოფენა თბილისში – გალერეა „უნივერსში”. 2005-2006 წლებში ჩატარებულ ფოლკლორის ეროვნული დათვალიერებაზე-ფესტივალის ლაურეატი გახდა. ასევე პრეზიდენტის პრემიის ლაურეატია. ახლა ა.ა.ი.პ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლა-გალერეაში მუშაობს.


კითხვაზე, როგორია თქვენი დღევანდელი ცხოვრება? მან ასე მიპასუხა: „მძიმეა ჩემი ცხოვრება. ხელფასი პატარა მაქვს, არ მყოფნის სახატავი მასალის შესაძენად. ნახატებზე ვერ ვმუშაობ ისე, როგორც მე მინდა. შვილები, 5 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი სარჩენი მყავს.


მისი ნახატები სამტრედიის თითქმის ყველა დაწესებულების კაბინეტს ამშვენებს, თუმცა ამის შესახებ ცოტამ თუ იცის. ნახატები იშვიათად იყიდება. ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ და გააქვთ. ერთ-ერთმა მყიდველმა სან-ფრანცისკოდან სამუშაო მასალაც კი გამოუგზავნა. უცხოელები ხვდებიან, რომ ის ქმნის არაკომერციულ ნამუშევარს, ქომაგობენ და გულშემატკივრობენ. მათ იციან, რომ წლების შემდეგ გივი ფრანგიშვილსა და მის ნახატებს დააფასებენ და მოიკითხავენ, რადგან ის განუმეორებელია.


ნახატებს მყიდველი არ ჰყავს. ,,ხალხს არ აქვს ნახატის ყიდვის შესაძლებლობა, თანაც ჩემი ნახატები არაა კომერციული,“ - ამბობს მხატვარი. ნახატები მისი გონებისა და გულის გამოძახილია, აქ ბევრი ტკივილი და სევდაა.რაც ვერ გაყიდა გააჩუქა. ცუდ სამუშაო პირობებს, რომ თავი დავანებოთ ზოგჯერ სამუშაო მასალა არა აქვს. ერთდროულად რამდენიმე ნახატზე მუშაობს, წყვეტს, მასალას იძენს და ისევ აგრძელებს. ქართველ ჩოხოსანთა საზოგადოების წევრსა და მის ნახარებს შორის განსხვავებას ვერ ნახავთ. ისინი ერთმანეთს ავსებენ, ეროვნულობით, სიამაყითა და სითბოთი. ,,ჩემ ნახატებს სევდა არ შორდება, რატომღაც ყველა ნახატი სევდიანი გამომდის’’ - თქვა გივი ფრანგიშვილმა. არც მისი ცხოვრებაა დალხენილი,  ერთ-ერთ ნახატში ,,უმწეოთა სასადილო’’ ასახა კიდეც ადგილი, სადაც თავად სადილობს - სამტრედიაში სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დაარსებული სახლი ,,თანადგომა’’.


ახლა 70 წლისაა და აღარ აქვს ძალა, თორემ 80-იან წლებში სამტრედიის ცხენოსანთა კლუბის წევრი იყო, თავისი ცხენიც ჰყავდა და მონაწილოებას იღებდა ერთ-ერთ ძველ ქართულცხენოსნურსპორტულთამაშობაში - ისინდი.ისინდი ერთ-ერთ ნახატშიც აქვს ასახული. მისი ნახატები ერთგვარი მატიანეა. უკრავს ფანდურზე, მღერის სამტრედიის მომღერალთა კლუბში, წერს ლექსებს და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.


მისი ყველაზე დიდი მეგობარი 5 თვის ციცია. ,,ციცი ძაღლია, მაგრამ ძაღლები ყველაზე კარგი მეგობრები არიანო’’ - ამბობს თვითნასწავლი მხატვარი. იცის და ეს თავის ერთ ნახატშიც ასახა, რომ ხალხი ძაღლებთან ასეთი მეგობრობის გამო დასცინის, თუმცა ეს მისთვის პრობლემა არაა. მთავარია ნახატებზე სამუშაო მასალა ჰქონდეს, დიდ გალერეასა და სახელოსნოს არ ითხოვს. არც დიდ ყურადღებას. უბრალოდ გული სტკივა, რომ ქართველი მხატვრებით ადგილობრივები არ ინტერესდებიან. ნახატები საზღვრებს გარეთ გადის.


ხუთი ლურსმნით ჯვარს უნდა ეცვათ ქრისტე. მეხუთე ლურსმანი შუბლში უნდა ჩაერჭოთ, რომელიც ვიღაცამ მოიპარა. ამაზე გივი ფრანგიშვილს ლექსი აქვს დაწერილი, სახელწოდებით:


ჩვენ ცოდვილთათვისოთხი ლურსმნით ჯვარს აცვეს ქრისტე,

მეხუთე ლურსმანს ვერ მიაგნესგამქრალა სადღაც.

კაცობრიობას დაუგროვდა ცოდვები ისევ

და ამისათვის ჩვენ სისხლიანიდაგვაჩნდა დამღა.

შევისასხლხორცეთ ურწმუნოება მრავალმა ხარბად

და ეს ცოდვები ჩვენ მრავალჟამსგვტნჯავს და გვმუსრავს.

დადგება დრო და ბედისწერა სუყველას ალბათ

ჩვენთვის ამზადებს განსასჯელად

მეხუთე ლურსმანს.

 

 

ლალი შენგელია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია