დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სერბეთი, შვეიცარია და სომხეთი არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
2015/05/25 11:01:36

haqqin.az-ის ინფორმაციით 2015 წლის 12 მაისს  ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების 1227-ე სხდომა გაიმართა. სხდომამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" გარშემო ხმათა უმრავლესობით დადგენილება მიიღო.


მიღებული დოკუმენტის თანახმად რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები გამოცხადებული იქნა უხეშ დარღვევად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სხდომამ დაადგინა, რომ ამ დოკუმენტებს იურიდიული ძალა არა აქვთ და წევრებმა რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება მოსთხოვეს.


 გადაწყვეტილება მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მონიტორინგის შესვლას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიესალმება იმ ფაქტს, რომ წლის ბოლომდე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდებარე რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მონოტორინგს.
 მიღებული დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს და ხელი არ შეუშალოს მონიტორინგის წევრებს მუსაობაში და დაიცვას მათი უსაფრთხოება. 

 


ამ გადაწყვეტილების მისაღებად თანხმობა 43 ქვეყანამ განაცხადა, მათ შორის აზერბაიჯანმაც. რუსეთი წინააღმდეგი წავიდა, სერბეთმა, შვეიცარიამ და სომხეთმა თავი შეიკავეს.

 


haqqin.az აცხადებს, რომ სომეხი პოლიტიკოსები პატივს არ სცემენ მეზობელი სახელმწიფოს ინტერესებს და კენჭისყრამ აჩვენა, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

 

წყარო:   http://haqqin.az/news/45417

http://www.geworld.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია