დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
20 შესანიშნავი ფილმი, რომლებიც, შესაძლოა, არ გაქვთ ნანახი
2015/05/25 10:09:36
  1. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და გაზაფხული

გენიალური ფილმი. ერთი ბუდისტი ოსტატი პატარა ბიჭს პოულობს კართან და მის აღზრდას გადაწყვეტს. ჩვენ მათთან ერთად გავდივართ ცხოვრების უწყვეტ და დაუსრულებელ ციკლს და მათთან ერთად ვსწავლობთ ცხოვრებას. ეს არის ფილმი, რომელიც ბევრჯერ უნდა ნახო და ყოველ ნახვაზე იმის მიხედვით თუ სულიერი განვითარების რა ეტაპზე იმყოფები სხვადასხვანაირად აღიქვამ. აუცილებლად ნახეთ!

 

კაცი დედამიწიდან/ The Man From Earth

გენიალური ფაბულით! პროფესორი თავის აკადემიკოს მეგობრებს შეკრებს და განაცხადებს, რომ ის გამოქვაბულის ადამიანია და პრეისტორიული ხანიდან მოყოლებული ცოცხლობს მუტაციის გენის წყალობით. ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, სკეპტიციზმით შეხვდებიან და ძალიან დამაინტრიგებელი საუბრების მოსმენა მოგიწევთ სიკვდილის, სიცოცხლისა და კაცობრიობის ისტორიის შესახებ.

 

ბაღების ქვეყანა / Garden State

 

ეს ფილმი ერთ მსახიობზეა, რომელიც მშობლიურ ქალაქში დედის დაკრძალვისთვის ბრუნდება და ნელ-ნელა იმის გაცნობიერებას იწყებს თუ რა სურს ცხოვრებაში საერთოდ. საოცარი იუმორი, შესანიშნავი პერსონაჟები და გენიალური მუსიკა. ეს არის ფილმი, რომელზეც ვერავინ გეტყვით ცუდს. აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაშია.

 

 

შუაღამე პარიზში/ Midnight in Paris

 

ვუდი ალენის შესანიშნავი რომანტიკული კომედია. მთავარი გმირი, რომელსაც ოუენ ვილსონი თამაშობს,  შთაგონების მისაღებად პარიზში მიემგზავრება თავისი საცოლის ოჯახთან ერთად და ღამის პარიზის ქუჩებში ხეტიალისას პიკასოს, ფიცჯერალდს, ჰემინგუეის, დალის და სხვა გენიოსებს ხვდება. ეს ფილმი ვუდი ალენის ერთერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა.

 

შემოუშვი ის/ Let the Right One In

 

 

საუკეთესო ფილმი, რაც კი ვამპირების შესახებ გადაღებულა, დიახ, დიახ, არ მოგესმათ.  ეს ძალიან ორიგინალური ისტორიაა ერთი დაჩაგრული 12 წლის ბიჭისა და მისი კარის მეზობელი ვამპირი გოგონას შესახებ. ფილმს ამერიკული ვერსიაც აქვს, რომელსაც ,,შემომიშვი“  ჰქვია და ისიც ძალიან კარგია.

 

გაცნობიერებული ცხოვრება Waking Life

 

ამ ფილმზე საუბარი თუ ნანახი არ გაქვს რთულია. ფაბულა ლუციდური სიზმრების გარშემო ტრიალებს, მთავარი პერსონაჟი სიზმრის მეშვეობით გადის უცნობებთან კონტაქტზე და ძალიან საინტერესო საუბრები აქვს უამრავ თემაზე და ამ საუბრებში ისეთ გენიალურ თეორიებს მოისმენთ, თავდაყირა დააყენებს თქვენს შეხედულებებს და თავადაც ჩართვას მოგანდომებთ საუბარში. მოკლედ, ტვინის სასიამოვნო მასაჟია.

 

 

უფრო ახლოს/ Closer

 

ეს ფილმი ცოტა მძიმეა, მიუხედავად იმისა რომ კომედიურ ჟანრშია გადაღებული. ნატალი პორტმანი, ჯუდ ლო, კლივ ოუენი და ჯულია რობერთსი – მსახიობებს წარდგენა არ სჭირდებათ. ეს ფილმი ურთიერთობებზეა, თუმც სტანდარტული, ბანალური რომანტიკული კომედიის ნაცვლად ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო ფაბულა აქვს. აქ სიყვარულის ადამიანური, ცოდვილი მხარეა წარმოდგენილი. მეტი რომ გითხრათ, წინასწარ მოყოლა გამომივა, ასე რომ თავად დატკბით.

 

სკაფანდრი და პეპელა/ The Diving Bell and the Butterfly (Le Scaphendre et le Papillon)

 

 

ულამაზესი ფილმი კაცზე, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა და ავარიის შემდგომ იმდენად პარალიზებული დარჩა, რომ მხოლოდ თვალებით კომუნიკაცია  შეუძლია. ეს არის კინო შედევრი, ნამდვილი ხელოვნება. საოცარი კინემატოგრაფია და ტრაგიკული ისტორია.

 

უსახელო Sin Nombre

 

ეს არის გაქცეული განგსტერის და ახალგაზრდა გოგონას ისტორია რომლებიც შეერთებულ შტატებში არალეგალურად შესვლას ცდილობენ. ფილმში ძალიან კარგად არის გახსნილი ცენტრალური ამერიკის ცხოვრება, გზა რომლის გავლაც უწევთ ადამიანებს ამერიკის საზღვარის გადალახვისთვის. ექშენი, სიყვარული სექსი და სუპერ დასასრული.

 

 

Spirited Away

 

 

თუნდაც ანიმეს თაყვანისმცემელი არ იყოთ, ეს ფილმი გულგრილს ვერ დაგტოვებთ. პატარა გოგონა იძულებულია მუხლჩაუხრელად იშრომოს საკუთარი მშობლების გამოსახსნელად. ყველა პერსონაჟი ძალიან საინტერესო და კრეატიულია. თავდაპირველად შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ისე ჩაგითრევთ,  სხვა ანიმეების ყურებასაც გადაგაწყვეტინებთ.

 

 

 

ერთხელ/ Once

 

ეს ორი მუსიკოსის ამბავია, რომლებიც შემთხვევით შეხვდებიან, გადაწყვეტენ რომ ერთად წერონ მუსიკა და ერთმანეთი უყვარდებათ. შესანიშნავი ფილმია, რომლის ყურება თუნდაც მხოლოდ მუსიკისთვის ღირს.

 

სისხლი იქნება/ There Will Be Blood

 

შესანიშნავი მუსიკა, კინემატოგრაფია, დიალოგები. მას ჯილდოებიც კი აქვს მიღებული, თუმცა იმდენად ცნობილი არ არის რამდენსაც იმსახურებს და ამ სიაში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო

 

 

კარამელი/ Hard Candy

 

 

ფილმი იმდენად მძაფრია, სუსტი გულის ადამიანებისთვის ნამდვილად არ არის. 14 წლის გოგონა გადაწყვეტს სამართლიანობის აღდგენისთვის დამოუკიდებლად იბრძოლოს და ეჭვმიტანილ პედოფილს, რომელიც მიმზიდველი 32 წლის მამაკაცია,  ონლაინ გაიცნობს, მერე კი მის სახლში მიდის. დანარჩენი თავად ნახეთ.

 

 

ედუკატორები/ The Edukators

 

სამი ანტიკაპიტალისტი მეგობარი და თანამოაზრე, რომლებიც საკუთარ თავს ედუკატორებს უწოდებენ  მდიდარი ადამიანების სახლში იჭრებიან, ავეჯს აადგილებენ და მესიჯებს ტოვებენ. შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად იძაბება, როცა გაიტაცებენ ადამიანს და არ იციან რა უყონ მას. ძალიან საინტერესო ფილმია იდეური თვალსაზრისით და გენიალური დიალოგები. ფილმი სიყვარულზე, მეგობრობაზე და იდეალების საფასურზე.

 

 

ტალღა / Die Welle

,,ექსპერიმენტი“ ყველას გინახავთ ალბათ, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური ფილმი. ესეც დაახლოებით იგივე თემატიკაზეა, თუმცა გაცილებით უფრო საინტერესოდ გადაღებული. გერმანელი სკოლის მასწავლებელი დამოუკიდებლად გადაწყვეტს ექსპერიმენტის ჩატარებას. მალე მთელი ჯგუფი უკონტროლო ფაშისტურ დაჯგუფებად გადაიქცევა. ეს არის ფილმი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.

 

 

შადრევანი/ The Fountain

 

ფილმი, რომელზეც ყბა ჩამოგივარდებათ. ჰიუ ჯეკმანი მეცნიერს თამაშობს, რომელიც ცოლის განკურნებისთვის სიმსივნის წამლის შოვნას ცდილობს. ულამაზესი ფილმი ულამაზესი სცენებით და გენიალური ფინალით.

 

 

შესვლა სიცარიელეში / Enter the Void

სიუჟეტი იწყება იმით, რომ მთავარი გმირი დიმეთილტრიპტამინს (DMT) იღებს. ეს ფსიქოდელიური ნივთიერებაა, რომლის მიღების შედეგად ადამიანი რეალობასთან კავშირს ჰკარგავს. ფილმში ულამაზესი კადრებია და სიუჟეტიც საინტერესოდ ვითარდება – ბიჭი კვდება და მისი სული მოგზაურობას იწყებს. დანარჩენი თავად უნდა ნახოთ

 

 

საბურავი / Rubber

უნიკალური და ინტელექტუალური ფილმია. მას ძალიან ორიგინალური სიუჟეტი აქვს. მთავარი გმირი საბურავი გახლავთ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. იქ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელით. ეს არის ფილმი, რომლის მსგავსიც არასოდეს გინახავთ

 

 

სამსარა/ Samsara

 

არ აგერიოთ იმავე სახელწოდების დოკუმენტურში. იგი ერთი ახალგაზრდა  ბუდისტი ბერის შესახებ გახლავთ, რომელიც მონასტრიდან გარბის  თავისი უსაზღვრო ფანტაზიების დევნაში. ფილმში უდიდესი ცხოვრებისეული სიბრძნეა მოქცეული და იმდენად საინტერესო დიალოგებია, ბევრჯერ გაიხსენებთ ცხოვრების განმავლობაში.

 

 

სოლარისი

ფსიქოლოგია ვისაც აინტერესებს, აუცილებლად უნდა ნახოს. კოსმოსურ ხომალდ ,,სოლარისზე“ ადამიანები ჭკუიდან იშლებიან და დედამიწიდან ფსიქოლოგი ჩადის მათთან სამუშაოდ. ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ ეს ფილმი, ტარკოვსკის სხვა ფილმებთან შედარებით, ძალიან სუსტია, თუმცა, თუ ერთ ბნელ ღამით მარტო სიბნელეში და სიცივეში ამ ფილმს ჩაუჯდებით, დილით აუცილებლად სხვა ადამიანად გაიღვიძებთ. 

 

წყარო: http://dare.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია