დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარიამ ხაჭვანი: უშგულს ანგრევენ!
2015/05/23 12:04:59

სოციალურ ქსელში ვრცელდება რეჟისორ მარიამ ხაჭვანის  საგანგაშო და მეტად საყურადღებო ინფორმაცია, სადაც ის კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უშგულს ანგრევენ.

საქმე ეხება სვანეთს და იქ მიმდინარე რესტავრაციას:

 

“უშგულში ყოველწლიურად ახერხებენ ჩემს გაგიჟებას! სასიამოვნო და მისასალმებელია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჩაჟეშის (უშგულის ერთერთი უბანი) რესტავრაციას აკეთებენ, თუმცა საკითხავია რის ხარჯზე?

 

ვინც უშგულში ნამყოფია, მან იცის, რომ უშგულს კიდევ სამი ისტორიული უბანი აქვს, მათ შორის ჟიბიანის და ჩუბიანის. სწორედ ამ ორი უბნის ხარჯზე, მიმდინარეობს ჩაჯეშის რესტავრაცია. იმის მაგივრად, რომ “რესტავრატორებმა” ჩაჯეშის გადასახურად თვითონ მოიპოვონ ქვის სახურავი, ჟიბიანისა და ჩუბიანის მოსახლეობას აბრიყვებენ და იაფფასიან თურქულ თუნუქში “ჟესტი” უცვლიან დღემდე შემორჩენილი რვა საუკუნოვანი დარბაზ-მაჩუბების სახურავებს. რა თქმა უნდა, უფრო იაფად და ადვილად გამოდიან.

 

გამაგებინეთ რა ხდება და ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი, ასეთი უპასუხისმეგბლო საქმიანობაზე? ვინც უცვლის ის ვერ ხვდება, რომ მათი სახლების კულტურული ღირებულება მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურის ნიმუშია და ამდენად შეუფასებელია… მოსახლეობას ფინანსური საშუალება არ აქვს, რომ დარბაზ-მაჩუბებს რესტავრაცია გაუკეთოს, რითიც სარგებლობენ კონკრეტული ადამიანები და უშგულს ანგრევენ!”

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია