დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას არ მოუტანს რიგის სამიტი საქართველოს?
2015/05/22 12:58:34

„აღმოსავლეთ-პარტნიორობა არ არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ინსრუმენტი“ - აღნიშნული განცხადება ანგელა მერკელმა რიგის სამიტის დაწყების წინ გააკეთა. ბუნდესტანგში სიტყვით გამოსვლის დროს გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართფელოსა და უკრაინის მცდელობები საკმარისი არ არის და ყველა პირობის დაკმაყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. მისი შეფასებითვე, ორივე ქვეყანამ უნდა გააძლიეროს კორუფციასთან ბრძოლა, ასევე გააძლიეროს ეკონომიკური სტრუქტურები, სასამართლო სისტემა.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა  გააკეთა განცხადება. მისი  თქმით, რიგის სამიტის მთავარი მიზანია, სახელმწიფოებრივი მშენებლობის გარანტირება და ევროკავშირის მზაობა, დაეხმაროს პარტნიორებს ამ ძალიან რთულ და კომპლექსურ პროცესში.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი თქვენთვის არაა ადვილი. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის ის მეთოდი, რომელსაც ჩვენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“" ფარგლებში გთავაზობთ, არ გამომდინარეობს მხოლოდ შექმნილი რთული სიტუაციით, არამედ ეს არის გზა, რისი მეშვეობითაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმენით ევროკავშირი. რიგის სამიტი გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე პროცესის მომდევნო ელემენტი იქნება,„ - განაცხადა ტუსკმა. იგი ამბობს, რომ ესმის პარტნიორი ქვეყნებისა და მათი ლიდერების მისწრაფება და მოლოდინი, რაც რეალობაზე - სამიტის შესაძლო შედეგებზე - უფრო მაღალია.

 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში კი საქართველოში ელჩის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, იან კელის მოსმენა გაიმართა. კელის თქმით, საქართველოში საფრთხე ექმნება უმნიშვნელოვანეს პრინციპს - სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ ალიანსები და გაერთიანებები; მანვე გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ და მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ნატო-ს წევრობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ჩათვლით და მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ამ მხრივ ვეტო გამოიყენოს. კითხვებზე პასუხის დროს, იან კელიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა აშშ-ის ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტია და აშშ-ის ეროვნულ ინტერესს წარმოადგეს.


მისივე თქმით, აშშ ფოკუსირებული უნდა იყოს საბოლოო მიზანზე და საქართველოს და უჭიროს მხარი, გახდეს უფრო თავსებადი ნატო-სთან, განაგრძოს თავდაცვის რეფორმები, რისთვისაც მრავალი პროგრამა გვაქვს, როგორც სახელმწიფო, ასევე თავდაცვის დეპარტამენტში. ,,ასევე უნდა ვიყოთ მტკიცე და თანამიმდევრული რუსეთის არალეგალური ოკუპაციის უარყოფაში" - აღნიშნა  იან კელმა.


აღნიშნულ საკითხებზე დღეს რიგაში მედიას საკუთარი პოზიცია გააცნო საქართველოს საგარეოსაქმეთამინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს ძალისხმევა აღიარებულია.

 

„როგორც ყველას გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა წარმატება, რომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში განხორციელდა ასევე უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ამოცანები. პრაქტიკულად საქართველომ, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უმეტეს ნაწილში მიღწია  ყველაზე მაღალ, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ფინიშის ბოლო ეტაპზე. ნამდვილად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი იმ მიმართულებით, რომ ჩვენ მივიღოთ უკვე განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით", -განაცხადა ბერუჩაშვილმა. 

რიგის სამიტზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოლოდინების შესახებ ისაუბრა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რიგის სამიტის რეზოლუციაში მითითებული იქნება კონკრეტული რიცხვი, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას. ქართულ მხარეს ასევე აქვს იმედი, რომ რიგის სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღებს უფრო მეტ პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას“ - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მოამზადა ლალი შენგელიამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2157
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია