დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ინფრასტრუქტურისათვის 30 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს
2015/05/21 13:17:19

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ არასამთვარობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების,კეთილმოწყობის, ტრანსპოტისა და დასუფტავების სამსახურის ასევე 2015 წელში რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. წლის ბოლომდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია, საცხოვრებელი სახლებისთვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა, სადარბაზოების შიდა რემონტი, სადარბაზოს შესასვლელი რკინა - ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა მოხდება.

 

ამასთან მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორცილედება გზების კაპიტალური შეკეთება, გზის ასფალტო ბეტონის საფარით მოწესრიგება ღვარსადენთან ერთად, გზის დაწნეხილი და გრანიტის ფილებით მოპირკეთება. აღნიშნული სამუშაოებისათვის საერთო ჯამში მუნიცილური განვითარების ფონდი, რეგიონული განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი ქუთაისში 30 000 000 -მდე ლარს დახარჯავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2261
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია