დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფოტოსესია „ჩვენც დავბერდებით“
2015/05/20 18:32:42

20 მაისს, ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო“  ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის მოხუცები ეწვივნენ. ეს მათი პირველი სტუმრობა  არ იყო,  ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი თითქმის ყველა ღონისძიებას ამ ბავშვების მონაწილეობით ახორციელებს. ამჯერად  სტუმრობას ორი მიზეზი ჰქონდა – ერთი ის,  რომ მოხუცებმა თავიანთი ხელთნაკეთი ნივთები გაყიდეს, შემოსული თანხით ტკბილეული შეიძინეს და ბავშვებს მოართვეს.  მეორე – კი დღის ცენტრში დაგეგმილი ფოტოსესია ,,ჩვენც დავბერდებით’’  გახლდათ. 

 

 

 მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ფინასნური მხარდაჭერით შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ფოტოგრაფიის შემსწავლელი კურსი მიმდინარეობს.  ფოტოგრაფიის პრაქტიკული სწავლებისათვის პროფესიონალი ფოტოხელოვანების დახმარებით მსგავსი ფოტოსესიები ხშირი პერიოდულობით ხორციელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია