დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულის ახალ ფაბრიკაში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი შეიკერება
2015/05/20 12:48:10
  • 2015 წლის 27 თებერვლიდან ქალაქ ტყუბულში გაიხსნა ახალი სამკერვალო ფაბრიკა, რომლის პროდუქციაც მთლიანად ორიენტირებულია ექსპორტზე. სააგენტო „ფოსტალიონი” ფაბრიკის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გივი დუჩიძეს ესაუბრა.

     

    გივი დუჩიძე: _ ტყიბული მაღალმთიანი რეგიონია და იქ არის სამუშაო ადგილების პრობლემა. შესაბამისად თავისუფალი მუშახელი ბევრია. გათვლა გავაკეთეთ იმაზეც, რომ მაღალმთიანი რეგიონი გათავისუფლდება გარკვეული გადასახადებისგან და გადავწყვიტეთ ფაბრიკა სწორედ აქ გაგვეხსნა.

     

    11264364_688826471229083_587953260_n

     

    –  მერე მუშახელს როგორ არჩევთ? თქვენს ფაბრიკაში შეკერილი ტანსაცმელი თუ საექსპორტოა, ტყუბულში სათანადო კვალიფიკაციის კადრი არის?


    – პერსონალს ნელ-ნელა ვიმატებთ. ამჟამად შტატში 118 ადამიანია და აქედან 95% ადგილობრივი კადრია. 100 ქალბატონს 6 თვის განმავლობაში ვუტარებდით ტრეინინგს, გარდა ამისა, ყოველ თვე 50 მკერავი მუდმივად გადის ტრეინინგებს. ასე, რომ კადრებსაც თავად ვქმნით. ტყიბულელები საკმაოდ ნიჭიერი ხალხია და მცირე დრო დასჭირდათ კვალიფიციურ მკერავებად ჩამოყალიბებისთვის. ფაბრიკაში სულ 320-350 ადამიანი დასაქმდება, რაც 15000 მოსახლიანი ქალაქისთვის ცუდი არ არის.

     

    11225972_688826341229096_675896232_n

     

    – ამჟამად რა სახის პროდუქციას კერავთ?

    – ამჟამად იკერება თურქული ბრენდი „DE FACTO“-ს პროდუქცია. მათი შეკვეთით ვკერავთ ქალის ლეგინსებს, პოლოს სტილის და ჩვეულებრივ მაისურებს. საერთოდ, ტანსაცმლის ბრენდი სამკერვალო ფაბრიკას შეკვეთას მისი წარმადობიდან გამომდინარე აძლევს. ჩვენი ფაბრიკის წარმადობა ასეული ათასი ცალის შეკერვის საშუალებას იძლევა და აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მალე შეკვეთებს სხვა ცნობილი  ბრენდებისგანაც მივიღებთ. ამჟამად განაცხადი უკვე შეტანილი გვაქვს ISO და BSCI ხარისხის სერტიფიკატებზე. ეს არის მენეჯმენტის და ხარისხის მსოფლიო დონის სერტიფიკატები . ფაბრიკისთვის ამ სერტიფიკატების მოპოვება სერიოზული წინსვლის საწინდარია. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ამ მხრივ. აქ იკერება ისეთი მსოფლიო ბრენდები. როგორიცაა MONTCLAIR, ADIDAS, PUMA და სხვა. როცა ვამბობთ, რომ ექსპორტზე გადის საქართველოში შეკერილი ტანსაცმელი, ამაში სწორედ ეს იგულისხმება.

     

    – რით არის საინტერესო ასეთი ბრენდებისთვის საქართველოში შეკვეთების გამოგზავნა?

     

    – პირველ რიგში , გეოგრაფიული მდებარეობით . ასეთი ფაბრიკები ძირითადად ჩინეთში, ბანგლადეშში, მაროკოსა და ვიეტნამშია განლაგებული, რაც სატრანსპორტო ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. საქართველოს ამ მხრივ ბევრად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. გარდა ამისა, აქ უკვე არის არაკორუფციული, უსაფრთხო და დაცული გარემო, ბიუროკრატიის დაბალი მაჩვენებელი, მოწესრიგებული მუშახელი.

     

    11165837_688826477895749_914612583_n

     

    .

    11215985_688826417895755_1732646865_n

     

    – შეიძლება გვითხრათ თქვენი უცხოელი პარტნიორები ვინ არიან?

    – 2 დიდი თურქული კომპანიის მფლობელები არიან, რომლებმაც  საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელეს ტყიბულის პროექტში. დეტალები ჯერჯერობით კონფიდენციალურია, მაგრამ შემიძლია გითხრათ ის, რომ ვგეგმავთ სხვა, ახალი დიდი წარმოების გახსნასაც და სამუშაოები უკვე დაწყებულია. დანარჩენს მოგვიანებით შეგატყობინებთ.

     

    – რით იზღვევს თავს შემკვეთი ბრენდი, რომ საქართველოში დაარსებული ფაბრიკა არ დაიწყებს მისი საქონლის გამოშვებას და იაფად გაყიდვას, როგორც ეს ჩინეთში ხდება?

     

    –  ამაზე საკმაოდ სერიოზული კონტროლია. დაწყებული იარლიყიდან, დამთავრებული ნებისმიერი აქსესუარით. ჩვენთან ჩამოდის თვლით და შემკვეთსაც ბარდება თვლით. თუ დეფექტურია, ასევე უკან უნდა გაიგზავნოს. თქვენ მართალი ბრძანდებით, მსოფლიოში არსებობს საეჭვო რეპუტაციის ფაბრიკები, რომლებიც შემჩნეული არიან ასეთ ქმედებაში. ისინი შავ სიაში ხვდებიან და არცერთი სერიოზული ბრენდი მათთან აღარ იჭერს ურთიერთობას.

     

    – სახელმწიფოსგან რაიმე სახის მხარდაჭერა თუ გაქვთ?

    – ყველაზე დიდი დახმარება და სტიმული ის იქნება, თუ მართლა გათავისუფლდება მაღალმთიანი რეგიონები გარკვეული გადასახადებისგან. როგორც გითხარით, ჩვენი გათვლა სწორედ ეს იყო ტყიბული რომ ამოვირჩიეთ.

     

    –  ლარის კურსის დაცემამ თუ იმოქმედა თქვენს ბიზნესზე?

     

    – საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ ეს პროცესები მარტო საქართველოში არ ხდება. ისეთ ძლიერ მწარმოებელ ქვეყანაში, როგორიც თურქეთია, 20%-მდე გაუფასურდა ლირა. მთელ მსოფლიოში ხდება რაღაც პროცესები და სხვა რა გზაა,  ბიზნესმენებმაც უნდა ეცადონ, აუწყო ამ პროცესებს ფეხი. როცა საქმეს იწყებ, მეტი ანალიზი და მეტი გათვლებია საჭირო. წელიწადნახევარი რისკებს ვაფასებდი და გადაწყვეტილებას ვიღებდი. 2014 წლიდან მაქვს დაწყებული ეს პროექტი – ბაზრის კვლევა, ხალხის მომზადება, შემკვეთებთან კონტაქტი, ათასი რამ.

     

    – როგორც ვხედავ ოპტიმიზმი არ გაკლიათ..

     

    – დღეს ხალხში ცოტა ზედმეტი პესიმიზმი იგრძნობა, მართალია წინ ბევრი სამუშაოა და ბიზნესს სიჩქარე არ უხდება, მაგრამ ოპტიმისტურად რომ არ ვიყო განწყობილი, მეორე პროექტს არ დავიწყებდი. წლის ბოლომდე ახალ წარმოებას შევქმნით და მერე თუ გნებავთ, ისევ შევხვდეთ ერთმანეთს.

     

     

    POSTALIONI.COM

  • '.$TEXT['print'].'
    სულ ნანახია - 4376
    სხვა ამბები
    ბოლოს იხილეს
    დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
    © PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია