საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული მედიის მიმოხილვა
უნდა აიღონ თუ არა მთავრობის წევრებმა პრემიები?
2015/05/20 10:59:46

ბოლო რამდენიმე თვის განმვალობაში, საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთი მთავარი თემა სავალუტო კრიზისია. კრიზის ფონზე კი ადგილობრივი თვითთმართლოებისა და მთავრობის სხვა წევრების მიერ აღებული პრემიების რაოდენობის კლება არ შეინიშნება. სწორედ ეს გახდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე  გასული დღის მთავარი სიუჟეტის თემა. ახლოვდება 26 მაისი, რამაც აღლუმის ჩატარება/არჩატარების საკითხიც აქტუალური გახადა.

 

სავალუტო კრიზისი

 

ლარის გაუფასურების საკითხთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას ხედავდეს. ამისთვის კი,  ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენის აუცილებლობას ხედავს. ახლა გადაბრალებებისა და დაპირისპირებისთვის საუკეთესო დრო არაა. მთავარია, რომ საზოგადოება ხედავდეს ეროვნული ბანკის და მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას, - განაცხადა აბაშიშვილმა. უკვე ცნობილია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით თვის ბოლომდე წარსდგება. მანამდე კი ეროვნულმა ბანკმა ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3378 ლარი გახდა.

 

აღნიშნულ ღირებულებაზე ვალუტა ხვალიდან გადავა, დღეს კი ერთ დოლართან ლარის მიმართება - ის 2.3567 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი 0.0189-ით გამყარდა.

 

 

ლარის გაუფასურების მიზეზებზე მსჯელობა ისევ მიმდინარეობს. IDFI- ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს, რომ  ქვეყანაში ეკონომიკური არასტაბილურობა პირდაპირ აისახა საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობაზე.2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის პირველ კვარტალში გადმორიცხვების მოცულობა, დაახლოებით, განახევრდა. აღნიშნული გარემოება შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მდგომარეობა შეიქმნა 2009 წლის პირველ კვარტალშიც, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება მსოფლიო საფინანსო კრიზისს", - აცხადებენ IDFI-ში. 

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი დოღონაძე კი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება თავდაპირველად ფუნდამენტური მიზეზების დამსახურება იყო, თუმცა, მოგვიანებით ეს ფაქტორები ამოიწურა და ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურება ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შეედეგი გახდა. ირაკლი დოღონაძემ, ასრსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზებზეც ისაუბრა. „მნიშვნელოვანია, გადაიხედოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი, რომლითაც ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი მხოლოდ კომერციული ბანკების მიერ ერთმანეთში ვაჭრობის შედეგებით დგინდება“ - აღნიშნავს ირაკლი დოღონაძე  გაზეთ „ბანკებსა და ბინანსების“ საიტისთვის დამადებულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა  შეამციროს კომერციული ბანკებისათვის დადგენილი (უცხოურ ვალუტაში ნასესხებ სახსრებზე) მინიმალური სავალდებულო რეზერვების ნორმა 5%-მდე, ისე როგორც ეს გააკეთა 2008 წელს.

 

 

უნდა აიღონ თუ არა მთავრობის წევრებმა პრემიები?

 

ქვეყანაში ლარის ზოგადი გაუფასურება გახდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის საფუძველი. როგორც მან პორტალკვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე  განმარტა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობების პირებს უკვე შესთავაზა უარი ეთქვათ პრემიებზე და თანადგომა გამოეცხადებინათ მოსახლეობისთვის. დიმიტრი ხუნდაძე გეგმავს, აღნიშნული ინიციატივა კანონპროექტად ქციოს. „პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში, უარი თქვა პრემიებზე და მას შემდეგ კანონმდებლები პრემიებს აღარ იღებენ. ძალიან მაღალია უკიდურესად შეჭირვებულთა, მათ შორის სოციალურად დაუცველთა ან მხოლოდ პენსიაზე დამოკიდებული მოსახლეობის რაოდენობა. ზაქარია ქუცნაშვილმა გამოთქვა სურვილი, შემოვიდეს საკანონმდებლო ინიციატივით და საკანონმდებლო წესით განსაზღვროს იმ პირთა წრე, ვისზე გავრცელდება აკრძალვა, რომ პრემიები არ აიღონ. პრემიის მიღება დანაშაული არ არის, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, საკუთარი მოსახლეობის მდგომარეობაში შევიდეთ“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

ამასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ფიქრობს, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების პრემიებთან დაკავშირებით დაბალანსებული შუალედი უნდა იყოს მოძებნილი. ადგილობრივი თვითთმარელობის მიერ ჩატარებულ გამოჩდებში ჩაჭრილი ტანამდებობის პირები კი პრემიის ისევ განაგრძობენ.

 

 

მზადება 26 მაისისთვის

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ ჩატარდება. ამ ფაქტს კი დამატებითი ხარჯების შემცირებით ხსნიან.  „26 მაისს აღლუმი არ იქნება, მაგრამ იქნება ფიცის დადების ცერემონია, რისი ტრადიციაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ დავამკვიდრეთ და თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა სახალხო სერინობა - ზეიმი, რომელიც შარშან და შარშან წინაც გაიმართა. რუსთაველის გამზირზე ისევ იქნება განლაგებული სამინისტროები თავიანთი პროექტებით, ასევე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. საღამოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია დიდი კონცერტი. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკაც და გამოიფინება ისტორიული კოსტიუმები. ვფიქრობ, ნამვილად კარგი ზეიმი გამოვა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნა ყველა თვითმმართველ რეგიონში იგეგმება“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მოამზადა ლალი შენგელიამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია