დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა ევროპის, ამერიკის, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან – idfi
2015/05/20 10:35:00

იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთის ფედერაციაშია წარმოდგენილი, საქართველოში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი სწორედ რუსეთის ფედერაციაზე მოდის და შესაბამისად, აღნიშნული კუთხითაც რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე ყველაზე მაღალია (დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მოწოდებული არაოფიციალური მონაცემების მიხედვით ქართული დიასპორა რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 800 000 პირია, რაც რაოდენობრივად დაახლოებით იმდენივეა, რაც დანარჩენ ქვეყნებში ერთად აღებული). 



საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 2014 წელს შეადგინა 709,2 მლ. დოლარი, რაც საერთოფულადი გზავნილების დაახლოებით 49%- შეადგენს.

 

ქვეყანაში ეკონომიკური არასტაბილურობა პირდაპირ აისახა საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობაზე. ასე მაგალითად, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,

 

2015 წლის პირველ კვარტალში გადმორიცხვების მოცულობა დაახლოებით განახევრდა. აღნიშნული გარემოება შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მდგომარეობა შეიქმნა 2009 წლის პირველ კვარტალშიც, რაც სავარაუდოდ, უკავშირდება მსოფლიო საფინანსო კრიზისს.

 

ვინაიდან რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გადმორიცხვები წარმოადგენს საქართველოში უცხოურივალუტის შემოდინების ერთ-ერთ ძირითად წყაროს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2014  წლის დეკემბრიდან დაწყებული ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზს სწორედ რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვის შემცირება შეიძლება წარმოადგენდეს. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გადმორიცხვების შემცირების პარალელურად. 2015 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა გადარიცხული თანხების ოდენობა, რაც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს სავალუტო სტაბილურობაზე.

 

IDFI- ცოტა ხნის წინ წარმოადგინა კვლევარუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში დაფუძნებული იმ კომპანიების შესახებ, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ.

 

მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციაში არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე გადმორიცხვების შემცირება შეიძლება იყოს საქართველოში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დევალვაციის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც თავის მხრივ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობაზე.

 

ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია საქართველოში უცხოური ვალუტის ალტერნატიული არხებიდან შემოდინების განვითარების ხელშეწყობა, რაც საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირებას შეუწყობს ხელს.

 

 უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ერთი მხრივ გაზრდის საქართველოში უცხოური ვალუტის ალტერნატიული წყაროებიდან შემოდინებას და მეორე მხრივ შეამცირებს საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკურ სტაბილურობაზე დამოკიდებულებას.

 

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება საქართველოს მთავრობის მიერ მუშაობის გააქტიურება, რომ ერთი მხრივ მოხდეს მეტი ინვესტიციის მოზიდვა ევროპის, ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონიდან და მეორე მხრივ გაიზარდოს ექსპორტის მაჩვენებლები ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში

 

 

 

წყარო: idfi.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია