საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„მადერა ჯორჯიამ“ ოთხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაასაქმა
2015/05/19 16:05:13

ავეჯის საწარმო „მადერა ჯორჯია“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე  პროგრამის  დაწყების პირველი დღეებიდანვე თანამშრომლობს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან.

 

საწარმოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი ბესიკ მატკავა პროგრამის ყველა მიმართულებას კარგად იცნობს,  ის აქტიურადაა ჩართული, იმ ფოკუს ჯგუფების შეხვედრებში, რომელსაც ორგანიზაცია პერიოდულად აწყობს შშმ პირთა დასაქმების სამართლებრივი ბაზის შექმნის ხელშეწყობის მიზნით  და რაც მთავარია, სწორედ მისი გადაწყვეტილებით, ,,მადერა ჯორჯიაში’’  ოთხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული.

 

ბესიკ მატკავა, „მადერა ჯორჯიას’’ ხელმძღვანელი: „როცა ამ პროექტის შესახებ გავიგეთ, ბევრი არ გვიფიქრია, ჩავთავალეთ, რომ ეს ჩვენი ადამიანური ვალი იყო.  ყველა ადამიანი ვალდებულია,  დაეხმაროს მეორეს.  სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ თანამშრომლობა, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით გამართულ შეხვედრებზე ისეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, რაზეც ადრე ნაკლებად ვფიქრობდით. მეწარმეები აქტიურად ვართ ჩართულები იმ რეკომენდაციების შემუშავებაში, რომელსაც ორგინიზაცია ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებითვის.“


თავიდან ,,მადერა ჯორჯიაში’’ მხოლოდ ერთი შშმ პირი დასაქმდა.  თუმცა, თანამშრომლობა არ შეუწყვიტავთ.   ბესიკ მატკავა ნომებერში გამართულ შშმ პირთა დასაქმების ფორუმზეც იმყოფებოდა და  მისი წარმოებისთვის შესაბამის კადრებთან გასაუბრების პროცედურაც გაიარა.


რამდენიმე კვირის წინ კი შშმ პირთა დასაქმების ცენტრის კონსულტანტებს დაუკავშირდა და ფორუმზე შერჩეული კადრებთან დაკავშირება მოითხოვა –   ,,მადერა ჯორჯიაში’’ ამჯერად 3 შშმ პირი დასაქმდა, ერთ–ერთს ფსიქო–სომატური განვითარების შეფერხება აქვს, ორს სმენის შეზღუდვა, სამივე მათგანი პროფესიულ სასწავლებელში დურგლობს პროფესიას ეუფლებოდა.


ბესიკ მატკავა: „კარგი ბიჭები გამოდგნენ, გულდასმით ასრულებენ თავიანთ დავალებას. შშმ პირთა დასაქმებას აღარ ვუყურებ მხოლოდ ადამიანური სოლიდარობის თვალით.  როცა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგნელებისთვის „მადერა ჯორჯიას’’  შესახებ პრეზენტაციებს ვმართავ, სიამაყით აღვნიშნავ, რომ საწარმოში  4 შშმ პირი გვყავს დასაქმებული. მათ ეს ფაქტი ძალიან მოსწონთ, რაც დადებითად აისახება ჩვენს საერთაშორისო რეპუტაციაზე, ამიტომაც მოვუწოდებ ყველა დამსაქმებელს  –  გახდეს თანამედროვე მეწარმე“.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია