საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მეორედ გახსნილი მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერი საჩხერეში
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/05/19 15:53:23

დიდი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის, გარდაცვალებიდან ხუთი წლის თავზე საჩხერეში სკვერი გაიხსნა.


თავის დროზე სკვერის მოწყობა საჩხერის  მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა ზაბახიძის იდეა იყო.  სკვერი მცირე ფართობისაა და თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს. ის წინა წელში უკვე ფუნქციონირებდა (დაიდგა მუხრანის ბიუსტი, მოეწყო ძელსკამები და განათება). მიმდინარე წელს დაზიანდა დაუდგენელი მიზეზებით ბიუსტის წარწერა, რომელიც აღადგინეს რამდენიმე თვის წინ.


რამდენიმე დღის წინ ბიუსტის კვარცხლბეკი ამოღეს გრუნტიდან და ისევ ჩააბეტონეს, თუმცა, ამის რეალური საჭიროება, როგორც ადგილობრივი მკვიდრები ამბობენ, არ არსებობდა.


 მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, საჩხერეს ურბანული ელემენტები კიდევ უფრო მეტად სჭირდება, თუმცა, იმ სკვერის წელს გახსნა, რომელიც უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს, არალოგიკურია.

 

 

სკვერის (ამჯერად მეორედ) გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე, მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია