დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიტყვას ითხოვს მკითხველი
„ფასადგატყიპნილი“ ბინის მოუგვარებელი პრობლემები რუსთაველის ქუჩაზე
2015/05/19 13:09:37

პენსიპონერი ნანი ხომერიკი ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, 97-ე ბინაში ცხოვრობს. მან რედაქციას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ამ ბინის მცხოვრებთა პრობლემებზე საუბრობს და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს. გთავაზობთ მის წერილს:

 

„სათქველი ბევრი მაქვს, მაგრამ ამ პატარა წერილში უნდა ჩავატიო ყველაფერი. იქნებ ამ ქმედებით მაინც შეიცვალოს რაიმე, ჩაერიოს კომპეტენტური პირი და მოგვარდეს პრობლემა.


ვცხოვრობ ქუთაისში რუსთაველის გამზირზე №97(ყოფილ გორის ქუჩა №3-ში). ბინა აგებულია 50 წლის წინ ნუმერაციით 95, 97, 99. წელს, ე.ი 2015 წელს, ბინას პირველად ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. ქუთაისურად რომ ვთქვათ: „წინა ფასადი გატყიპნეს“. უცნობმა ინჟინერმა ბინისთვის სარემონტო სამუსაობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, თუ გაამარჯვებინეს (გეცოდინებათ, დღევანდელი ტენდერების არსი. როგორია მისი გამჭვირვალობა და მის მიმართ საზოგადოების სანდოობა). მართალია, ჭერიდან წყალი აღარ ჩამოდის, მაგრამ არასწორად დაყენებული კონსტრუქციის გამო მოაჯირზე, აივანზე ისევ წვიმს. ეს არ იყო კაპიტალური რემონტი, რომელიც ასე საჭირო იყო ნახევარი საუკუნის წინ აგებული ბინისთვის. ამას ემატება ისიც, რომ ბინა აგურისაა და პირველ სართულზე განთასებულმა ელექტროტექნიკის მაღაზიებმა ბინას „გული გამოუღეს“. აქვეა ბანკიც, რომელმაც სამშენელობლო სამუშაოები ისე ჩაატარა, კანალიზაციის სისტემას საფრთხე შეუქმნა. წინა ფასადზე უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ბინის უკანა მხარე უარეს მდგომარეობაშია. პატრონი არავინაა.


2011 წელს ბინის ამხანაგობის კრება მოვიწვიეთ, შევაგროვეთ ყველა საჭირო საბუთი, ხელმოწერები და იმ მიწის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება გვინდოდა, რაზეც ბინაა დაშენებული. ეს შეგროვილი ხელმოწერები ჩავაბარეთ ქალაქის მაშინდელ მერს, ბატონ გიორგი თევდორაძეს. დათქმულ დროს მივედით და მოვიკითხეთ მერის გადაწყვეტილება და გავიგეთ, რომ ეს საქმე მერს დაუწერია მოადგილისთვის, ბატონი ირაკლი ჯიქიათვის, რომელსაც თავის მხრივ, დოკუმენტებზე პასუხისმდეგბლობა დაუკისრებია ქალაქის მთავარი არქიტექტორისთვის _ მებურიშვილისთვის. არქიტექტორმა კი სანებართვო საზღვრების დადგენისა და ლეგალიზების სამსახურის უფროსს თ. გიორგაძეს გადასცა საქმე. ამ ყველაფრის შემდეგ კი, საბუთები ვინმე კახაბერ ხვარეშიას ხელში მოხვდა. 2011 წლის შემდეგ ვეღარც საკადასტრო აღრიცხვის საბუთები მოვიძებნეთ და ვერც შესრულებული სამუშაო. ისევ გავაგრძელეთ პრობლემის მოსაგვარებლად ბრძოლა. ისევ დავწრეთ განხცადება, მოვაწრეთ ხელი ბინის მცხოვრებლებმა (30 ოჯახი) და ჩავაბარეთ კანცელარიაში. საქმე ვიღაც არქიტექტორს დაეწერა. ასე მიწერ-მოწერაშია ჩვენი ბინის გამაგრების საქმე, ხუთი წელია, ველით პასუხს!


ზოგჯერ ნაცნობები მეუბნებიან, რა კარგია, ქალაქის ცენტრში ცხოვრობო. მარტო ცენტრში ცხოვრება რას მიშველის.“ _ ნათქვამია ნანი ხომერიკის წერილში.

 

(ლალი შენგელია)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია