დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომაა გელათის მონასტერი ჩაბნელებული?
2015/05/18 14:49:02

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ იციან, რატომ, როდის და რა მიზეზით გაითიშა გარე განათება გელათში

 

წელიწადზე მეტია, გელათის მონასტრის გარე განათება გათიშულია. ადრე შორიდან შესამჩნევი ტაძარი დღეს ღამის წყვდიადშია შთანთქმული. რატომ გაეთიშა გელათის მონასტერს მინათებითი პროჟექტორები, ამის თაობაზე არაფერი იციან ადგილობრივ ხელისუფლებაში. როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, მათ ეს საკითხი არ ეხებათ და არც იციან, რა მოიტივით გაითშა გარე განათება გელათში.

 

გუბერნიიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაგვამისამართეს. აქაც, ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხს ვერ იძლევიან. მეტიც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის, პაატა გაფრინდაშვილის განმარტებით, მათთვის უცნობია, როდის, რატომ და რა დროით გაეთიშა გელათს გარეგანათება და აღდგება თუ არა იგი უახლოეს მომავალში.

 

პაატა გაფრინდაშვილი: „მე არ ვიცი, რატომ და როდის ჩაიჭრა გარე განათება გელათში, ან ვინ ჩაჭრა ის. ამის გასარკვევად ადგილობრივ თვითმმართველობას, მერიას, ან თქვენთან მომუშავე ენერგოკომპანიას უნდა ჰკითხოთ“.

 

როგორც psnews.ge-ს პაატა გაფრინდაშვილმა განუცხადა, მათი  სააგენტო პასუხიმგებელია მხოლოდ იმ ფართომასშტაბიან სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც გელათში მიმდინარეობს და 2017 წლისთვის დასრულდება. რეაბილიტაცია კი ითვალისწინებს ტაძრის სრულ აღდგენას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

 

შედის თუ არა სააგენტოს ინტერესებში, თუნდაც ტურისტების მოზიდვის მიზნით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ღამის მინათებითი განათების მოწყობა, სააგენტოს დირექტორის მოადგილის განმარტებით, ეს მათი პრეროგატივა არ არის(?).

 

ფაქტია, დღეისათვის იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი – გელათი – ჩაბნელებულია...

 

 

მანანა ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია