დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფრანგულ აივნებს შუასაუკუნეებში ტუალეტის დანიშნულება ჰქონდა
2015/05/18 11:45:20

იცით თუ არა რას წარმოადგენს სინამდვილეში ფრანგული აივნები? სახლების მშენებლობის დროს მათი, როგორც არქიტექტურული ელემენტების გამოყენება არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს. , შუასაუკუნეებში კი მათ პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდათ.

უძველეს  დროს გამოგონებული კანალიზაცია შუასაუკუნეებში დავიწყებას მიეცა. ეს იყო პერიოდი, როცა ჰიგიენა აბსოლუტურად უგულვებელყოფილი იყო . გავრცელებული იყო გაუგებარი ანტისანიტარიული წესები. სისუფთავის კულტურამ უკანა პლანზე გადაინაცვლა, ეკლესია სხეულის მაგივრად სულზე ზრუნვისკენ მოუწოდებდა, ჰიგიენა გარკვეულწილად ცოდვადაც ითვლებოდა. ევროპულ ქალაქებსა და სოფლებში სრული ანტისანიტარია სუფევდა. ხალხი ღამის ქოთნებს, ჭუჭყიან წყლებს პირდაპირ ფანჯრიდან ცლიდა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ამ მხრივ პარიზში, რომელიც იმ პერიოდში სიბინძურის ბუდე იყო. ქალაქის მთავრობამ 1270 წელს კანონი გამოსცა, რომელიც ფანჯრებიდან სიბინძურის გადმოსხმას კრძალავდა,რათა შემთხვევითი გამვლელები დაეცვა , თუმცა ნახევარი საუკუნის შემდეგ , იმის გამო, რომ კანონი არ მოქმედებდა, იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ. ამიერიდან ქალაქის მაცხოვრებლებს შეეძლოთ ფანჯრიდან სიბინძურის გადმოსხმა, მაგრამ ვალდებული იყვნენ, წინასწარ 3-ჯერ ხმამაღლა გაეფრთხილებინათ გამვლელები: “ფრთხილად, ვღვრი!”

 

320

ფრანგულ სასახლეებში ასეთივე მდგომარეობა იყო. ლუვრში არ არსებობდა არცერთი ტუალეტი. მთელი ფრანგული დიდგვაროვნობა მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა იქ, სადაც მოესურვებოდა. კიბეებზე, ბაღში, აივნებზე. ყარდა ყველაფერი, თვით საფრანგეთის “მეფე მზემ”, ლუდოვიკო მე-14-მ თავის ცხოვრებაში მხოლოდ რამდენჯერმე, ისიც ექიმების დაჟინებული მოთხოვნით იბანავა. მეფესთან მიღებაზე მისული დიდგვაროვნები და მათი ამალა ღია ფანჯრებიდან იკმაყოფილებდა ბუნებრივ მოთხოვნილებას, ან სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ლარნაკებში , რომლებსაც შემდგომ სასახლის უკანა ეზოში ფანჯრიდან ღვრიდნენ.

რა თქმა უნდა, ფანჯრის რაფაზე აძვრომა და იქიდან  მოსაქმება ადვილი არ იყო, არც უსაფრთხო. სტუმრები შეიძლება გადავარდნილიყვნენ და დამტვრეულიყვნენ. სწორედ ამიტომ, დაიწყეს ფანჯრების იატაკიდან ჩასმა, რაფების გარეშე და  ქუჩის მხრიდან  სპეციალური რიკულებით შემოსაზღვრა.

ასე, რომ ფრანგული აივნები სხვა არაფერია, თუ არა ელემენტარული უსაფრთხოების ელემენტი იმისთვის, რომ ფრანგ დიდგვაროვნებს უსაფრთხოდ დაეკმაყოფილებინათ ბუნებრივი მოთხოვნილება. გამობურცული ფორმა კი მოხერხებულად ჩაცუცქვის საშულაებას იძლეოდა.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ფრანგული აივანი ახლა მხოლოდ  ფასადს ალამაზებს  და თავდაპირველი  დანიშნულებით აღარ გამოიყენება.

წყარო: http://www.postalioni.com/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6375
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია