საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სირიაში საბრძოლველად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე წავიდა
2015/05/17 14:31:14

სირიაში საბრძოლველად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე წავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. ამ ფაქტს სოფელ ყარაჯალის მცხოვრებლები ადასტურებენ. 

 

მათი განცხადებით, ორმა ქალბატონმა სახლში წერილი დატოვა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს გადასვლას და ჯიჰადის გამოცხადებას აპირებენ. 

 

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფო საზღვარი ირადა ღარიბოვამ და ანა სულეიმანოვამ გასულ კვირას გადაკვეთეს და თავდაპირველად, თურქეთის ქალაქ ადანაში ჩავიდნენ, საიდანაც როგორც ოჯახში დატოვებული წერილიდან ირკვევა, სირიაში გადასვლას აპირებენ. 

 

ამ დროის ინფორმაციით, მათი ოჯახის წევრები უკვე თურქეთში იმყოფებიან და ქალბატონების დაბრუნებას ცდილობენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია