დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემურ შაშიაშვილი: "რაც 2001 წელს შევარდნაძეს ვუთხარი, იმავეს ვეუბნები დღეს ივანიშვილს –კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია,ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!"
2015/05/16 22:40:58

 

პარტია "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას დიდი ქართული ერთობისკენ მოუწოდებს! გთავაზობთ ამ განცხადებას სრულად:


"ვინც წაიკითხავს,დარწმუნდება,რომ არ ვაჭარბებ....

დიდი ქართული და სახელმწიფოებრივი ერთობაა საჭირო ქვეყნის გადასარჩენად,,მართლაც, მოქმედების დროა....მე ამ განცხადების გამოქვეყნებით ჩემს მზადყოფნას ვადასტურებ!

 

"თქვენს წინაშე ისტორიული მომენტია, ან თქვენ რჩებით დიდი განზომილების პიროვნებად საქართველოს ისტორიაში, ან თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდი შეიძლება არარაობად იქცეს!'"

 

ეს სიტყვები ედუარდ შევაედნაძეს 2001 წლის 19 ოქტომბერს ვუთხარი საჯაროდ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ჩემი ინიციატივით მოწვეულ ღია კონფერენციაზე-" კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია,ასე ცხოვრება აღარ შეიძლება".http://www.tetrebi.org/?p=225{იგივეს ვამბობ დღეს ივანიშვილთან დაკავშირებით}


ეს იყო მძიმე მოხსენება,რომელმაც დაასამარა "მოქკავშირის მოღვაწეობა",შეაშინა ამ პარტიის ე.წ.რეფორმატორები,რომელთაც ეს მოხსენება დამარცხებად აღიქვეს.პრეზიდენტს შევთავაზე სისტემური ცვლილებები,რომლის შედეგი,რა თქმა უნდა,იქნებოდა მოქკავშირის პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლა და საქართველოში გარედან მართვადი პოლიტიკური ძალების,ხელისუფლების დასრულება,ქვეყნის სათავეში ქართულად მომართული,სახელწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ძალების მოსვლა.


შევარდნაძეს ბრძოლის არც პოლიტიკური ნება აღმოაჩნდა,ამის საშუალება არც მისმა უცხოელმა უფროსებმა მისცეს-დასავლეთის მიერ ე.წ."რეფორმატორებად" აღიარებულთ კი დასავლეთის მასონურ-სექტანტურმა ჯგუფებმა მრჩეველთა გუნდები და მილიონები გამოუგზავნეს....


გაიხსენეთ,ამ მოხსენებიდან რამდენიმე დღეში თბილიშში,რუსთაველზე სააკაშვილ-ჟვანიას გუნდმა ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყო,რაც დასრულდა "მოქკავშირის"ორ დაპირისპირებულ მხარეებად გაყოფით და თარგამაძე ჟვანიას გადადგომით....


.მაშინდელი პოლიტიკური ელიტის აბსოლუტური უმრავლესობა ,ძირითადში ფარულად[ეს საშინელება იყო] სააკაშვილ-ჟვანიას მხარეს დადგ }უმეტესობა დღეს ივანიშვილთან დგას|,პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა და 2003 წელს ე.წ ვარდების რევოლუციით დამთავრდა...იმ საღამოსვე გადავდექი მეც...პრესკონფერენციაზე განვაცხადე:...შევარდნაძე მოგენატრებათ,რადგან გაცილებით უარესი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში-თქო!


თქვენ განსაჯეთ,სწორი ვიყავი თუ არა....


ვიცი,ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენება ჩემი შეფასებები,მაგრამ ვინც წაიკითხავს,დარწმუნდება,რომ არ ვაჭარბებ...უფრო მეტიც,დღეს იგივე პოლიტიკური სიტუაციაა საქართველოში,შეიძლება უარესიც,რადგან ხელისუფლებაც და ტელევიზიით მხარდაჭერილი ოპოზიციაც ორთავე გარედან მართულია,ორთავე სხვათა მსახურია,ბუნებით ორთავე ანტიქართულია{ერთეულ გამონაკლისებს გარდა}
მე პოზიციას არ ვცვლი...იგივე მაქვს რაც 2001 წლის საჯარო მოხსენებაში ჩამოვაყალიბე.იგი სრულად დაისტამბა , სრულად გადაიცა ტელეკომპანია "რიონით",დიდი ნაწილი -"იმედზე" და პირველ არხზე,მხოლოდ დასაწყისი "რუსთავი-2"-ით...ამ უკანასკნელმა მაშინვე შეწყვიტა,როგორს კი განწყობა გაიგო...


წაიკითხეთ და დარწმუნდებით,რომ არ ვაჭარბებ...რომ დიდიქართული ერთობაა საჭირო ქვეყნის გადასარჩენად,რომ,მართლაც, მოქმედების დროა....მე ამ განცხადების გამოქვეყნებით ჩემს მზადყოფნას ვადასტურებ!


http://www.tetrebi.org/?p=225

http://www.tetrebi.org/?p=16531

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2523
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია