დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
2015/05/15 13:25:55

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები და სხვა პირები მიზანმიმართულ ზეწოლს ახორციელებენ ხელნაწერთე ეროვნული ცენტრის დირექტრობის კანდიდატებზე. სამინისტრო ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რმელსაც სრულად გთავაზობთ:

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ სხვადასხვა სახის განცხადებებისაგან და ზეწოლისაგან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორობის მსურველ პირებზე და იმ კომისიის წევრებზე, რომლებმაც ახლო მომავალში ცენტრის დირექტორი უნდა გამოავლინონ. 

 

გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ბუბა კუდავას კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე  დადგენილება გამოსცა, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომით იქმნება არაჯანსაღი გარემო, რაც კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.  

 

სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ მხოლოდ გამჭვირვალე პროცედურებითა და  საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით მოქმედებს და იმოქმედებს. სწორედ ამ მიზნით,  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევად, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა არა მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით, არამედ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებით. კომისიის ერთ-ერთი წევრია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ალექსიძეც. აღსანიშნავია ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში, თითოეული კანდიდატისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების ვიდეო გადაღებას, რისი გასაჯაროების უფლებაც კანდიდატს აქვს.  შესაბამისად, პროცესი იქნება გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს თითოეული კანდიდატის ინტერესების დაცვას.


 

სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ პროცესის გართულებისაგან, რათა კომისიას მიეცეს საშუალება  თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.    

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2214
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია