დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა დარღვევები აღმოაჩინეს ქუთაისში გასაყიდ რძის ფხვნილში
2015/05/14 17:46:55
მიმდინარე წლის აპრილში ახალციხის, გორისა და ქუთაისის მომხმარებელთა დახმარების ცენტრების წარმომადგენლებმა მშრალი რძე და რძის ნიმუშები შეამოწმეს.

ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა 17 აპრილს  შეიძინეს და ლაბორატორიაში ჩააბრეს ნიმუშები შემდეგ მაღაზიებიდან:

1. ქ. თამარაშვილის #4ა-ში მდებარე შპს „იაფში“ შეძენილ იქნა:

ა) შპს „სანტეს ჯი-ემ-თი პროდუქტების“ რძე „სანტე“, 1ლ.-იან შეფუთვაში.

ბ) შპს ბაია ფუდის მშრალი რძე „ბაია“, 300გრ. შეფუთვაში.

2. კოსტავას #163-ში მდებარე ინდმეწარმე ვასილ აფრიამაშვილის კუთვნილ მარკეტში შეძენილ იქნა შპს  „სოფლის ნობათის“ 2.5%-იანი რძე 1ლ.-იან შეფუთვაში.

3. კოსტავას #45-ში მდებარე ი.მ. ნორაიდ მარკოსიანის კუთვნილ მარკეტში შეძენილ იქნა შპს  „მილკო ფუდის“ რძე, 1ლ.-იან შეფუთვაში.


ნიმუშები ჰერმერტულად იყო შეფუთული და ინახებოდა ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. ასევე დაცული იყო პროდუქტების სარეალიზაციო ვადა.

ლაბორატორიული შემოწმების შედეგების თანახმად, ყველა ნიმუშის პარამეტრები ნორმაში აღმოჩნდა.

გორის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა ცხინვალის გზატკეცილის #8-ში მდებარე შპს „პრაიმში“ შეიძინეს  სტაროკონსტანტინოვის რძის ქარხანის წარმოებული „რუსული მშრალი რძის“  4 ნიმუში 150 გრამიან პაკეტებში.


ნიმუშების ეტიკეტირების, შეფუთვისა და შენახვის პირობები დაცული იყო. ლაბორატორიული შემოწმების შედეგადაც დარღვევა არ გამოვლენილა.

ქუთაისის მომხმარებელთა ცენტრის წარმომადგენლებმა 20 აპრილს მშრალი რძის ნიმუშები შეიძინეს ნიკეას ქუჩის მეორე ჩიხის #3-ში არსებული ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე  სამ მაღაზიაში:

1. ინდმეწარმე მარინე ხურციძისაგან შეძენილი იქნა ორი სახის მშრალი რძე:

 ა) „სუხოე მოლოკო რასპაკ“-ის მშრალი რძე, „სუხოე მოლოკო“ 1კილოგრამიამ პაკეტში: პაკეტის ჰერმერტულობა და ვადა დაცული იყო.


ბ)კომპანია "ხჩ გლობალ"-ის წარმოებული „ნიუ მილკ ექსტრა“ ერთ კილოგრამიან პაკეტში: ჰერმეტულობა და ვადა დაცული იყო, თუმცა, პროდუქტს არ ჰქონდა ქართული ეტიკეტი.

 

2. ინდმეწარმეი.მ. ინგა კაცაძისაგან შეძენილი იქნა შპს "პრომ აგრო პაკ"-ის მშრალი რძე ერთ კილოგრამიანი პაკეტით. ვადა და შეფუთვის ჰერმეტულობა დაცული იყო, თუმცა, არც ამ პროდუქტს ჰქონდა ქართული ეტიკეტი.

 

3. ინდმეწარმე ელენა მაღლაფერიძისაგან შეძენილი იქნა   შპს ქინგდაო დეირიგოლდ ინდასტრი კო.-ს ასაწონი ფხვნილი. პროდუქტი შემოტანილია ქაღალდის პარკებით, რომელსაც არ აქვს ქართული ეტიკეტი. ასევე აღსანიშნავია, რომ  პროდუქტი იყიდება მშრალი რძის სახელით, მაშინ, როდესაც შეფუთვაზე ინგლისური სახელწოდების მიხედვით პროდუქტი არ არის მშრალი რძე და ის სავარუდოდ მშრალი რძის მცენარეულ შემცვლელს წარმოადგენს. პროდუქტის ვადა დაცული იყო. 

ეტიკეტირების წესის დარღვევების შესახებ ცენტრმა აცნობა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოსა და მაღაზიების მფლობელებს.

 

ლაბორატორიული შემოწმების შედეგების მიხედვით, ყველა ნიმუშის პარამეტრები ნორმაში აღმოჩნდა.

 

წყარო: www.mkidveli.g

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია