დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ მდიდრდება საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯზე?
2015/05/13 09:53:42

ხელისუფლებაში ყოფნის, სამი წლის მიწურულს, ხელისუფლება, ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად, საყოველთაო ჯანდაცვას, ანუ, უფასო დაზღვევას მიიჩნევს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც უფასო დაზღვევას, სკეპტიკურად უყურებენ. 



როგორც ირკვევა, საყოველთაო დაზღვევამ, ყველაზე მეტად, სამედიცინო დაწესებულებები დააზარალა. გაირკვა, რომ მათ მიმართ, სახელმწიფოს,  მილიონობით დავალიანება აქვს. 



ლეიბორისტები, საყოველთაო ჯანდაცვის უსუსურობაზე, განცხადებას აკეთებენ. 



 ნათია შარაშანიძე, აცხადებს, რომ  დიდი ტყუილით, დიდ სარგებელს, მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები ნახულობენ. 

"მინდა ვისაუბრო, საყოველთაო დაზღვევაზე, იმ პროქეტზე, რომელიც დღეს, ქვეყანაში, მოქმედებს და რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს, წელიწადში, 505 მილიონი ლარი უჯდება. მსგავსი სახით, მოსახლეობისთვის შეთავაზებული პროექტი, დიდი ტყუილია და ამ დიდი ტყულით, დიდ სარგებელს, მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები ნახულობენ. 

ციფრებით მოგახსენებთ: შარშანდელი წლის, ორი კვარტალი, სადაზღვევო ბიზნესმა, 6,5 მილიონი ლარის, წმინდა მოგებით დაასრულა. მხოლოდ სამ თვეში, სადაზღვევო კომპანიებმა, ჯამში, 110,476 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდეს. აქედან, ყველაზე დიდი წილი, საყოველთაო დაზღვევაზე მოდის.

 მილიონები, რომელიც ბიუჯეტიდან ირიცხება, მოქალაქეების ინტერესებს არ ხმარდება, რადგან ამ პროექტით, არც ექიმია კმაყოფილი და არც დაზღვეული მოქალაქე. გამდიდრებული რჩება, ისედაც მდიდარი სადაზღვევო კომპანიები. ჩნდება ეჭვი, რომ საყოველთაო დაზღვევით, არა მოქალაქეების, არამედ ვიღაცის მილიონების დაზღვევა ხდება. ჩვენი მოქალაქეები, ყოველდღიურად, ურთულეს პრობლემებს აწყდებიან. გადიან დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ, ბიუროკრატიულ პროცედურებს. ეს ყველაფერი, კონკრეტული მაგალითებიდანაც ჩანს. 


ერთ-ერთ მაგალითად, ქბ-ნი, თამარ ბათანიძის შემთხვევა შეგვიძლია განვიხილოთ.
ქალბატონი, მარტოხელა დედა გახლავთ, ზრდის მცირეწლოვან შვილს, არის უმუშევარი, არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი. წინა კვირას, სამწუხაროდ, ექიმებმა, უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს – სიმსივნე, რის გამოც, ქიმიო-თერაპიის კურსს საჭიროებს, დღეს კი, ჯანდაცვის სამინისტრო, საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, უარს აცხადებს, აუნაზღაუროს გამოკვლევებში გადახდილი თანხა. მხოლოდ ერთი მიზეზით ეუბნებიან უარს, რომ ქალბატონი ჩაწერილია ოზურგეთში, მან კი, გამოკვლევები, თბილისის ონკოლოგიის ცენტრში ჩაიტარა. 



ყოველივე, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მთავრობამ, რომელმაც ზარ-ზეიმით გვამცნო პროექტის დამტკიცება და დღემდე გვაყვედრის, პროექტის არსებობას, ამ კონკრეტული მაგალითიდან (და ასეთი მაგალითი მრავალია), შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყოველთაო დაზღვევა, მოქალაქეთა ინტერესებს, არ ემსახურება.



მაშინ, მე გეკითხებით ბატონებო! ვის ინტერესებს ემსახურება ის?” -განაცხადა ნათია შარაშანიძემ.

 

წყარო: http://presa.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია