დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ათი „უსაფრთხოების კუნძული“ ქუთაისში 400 000 ლარი უჯდებათ
2015/05/11 17:11:04

ეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისში წრიული მოძრაობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით უსაფრთხოების კუნძულების განთავსებისთვის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოყოფილი.

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპსზაზოაწარმოებს.

 

მთელი ქალაქის მაშტაბით სულ 10 კუნძული უნდა მოეწყოს. მუშაობა უკვე დაწყებულია, ძირითადად ის მოედნები კეთდება, რომლებიც მოძრაობის დარეგულირებას მოითხოვს. სამუშაოები 4 თვის ვადაში დასრულდება.

 

 როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აცხადებს, აღნიშნული „კუნძულების“ მოწყობა ქალაქში ბოლო პერიოდში მოჭარბებულმა მოძრაობამ გამოიწვია.

 

„კუნძულები“ გამარჯვების მოედანზე, კიკვიძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარლამიშვილის ქუჩის მოედანზე, საფიჩხიის მოედანზე, ბალახვნის მოედანზე, ავტოქარხანაში ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 31- სკოლის წინ განთავსდება.

 

ბალახვნის ტერიტორიის მოსახლეობა აცხადებს, რომ კუნძულების არარსებობის გამო ხშირად იქმნებოდა საავარიო სიტუაციები. აღნიშნული ობიექტები კი  უზრუნველყოფენ უსაფრთხო მოძრაობას.

 

მალხაზ ბასილაძის განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში მსგავსი კუნძულები შესაძლოა, ქალაქის სხვა უბნებშიც მოეწყოს.

 

„უსაფრთხოების კუნძულები“ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, სულ მალე დასრულდება პირველი ობიექტი – 31-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (სტადიონთან) არსებულ მოედანზე.

 

მანანა ლეშკაშელი 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია