დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საქართველოს საპატრიარქოს აქვს სწორი პოზიცია ლგბტ პირების მიმართ...“ – გიორგი ჩხარტიშვილი
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/05/11 13:07:16

17 მაისი – იქნება თუ არა დაპირისპირება წელს?

 

 

ახლოვდება 17 მაისი და უკვე არის ერთგვარი მოლოდინი, რომ ისევ დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება ლგბტ უფლებადამცველებსა და ჰომოფობებად წოდებულ საზოგადოებას შორის. როგორც ამ საკითხებზე მომუშავე პირმა, ანდრია არჩვაძემ პირად საუბარში განგვიცხადა, წელს ეს დაპირისპირება ნაკლებადაა მოსალოდნელი (სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ასეთი აქცია ან მცირე ფორმით გამოიხატება, ან საერთოდ არ ჩატარდება).

 

რამდენად მოხდა პროგრესირება ქართულ საზოგადოებაში ჰომო და ტრანსფობიის საკითხებში, ასევე სხვა საკითხებზე, გვესაუბრება სამოქალაქო მონიტორინგის ასოციაციის ლგბტ პირების უფლებების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ჩხარტიშვილი.

 

 რამდენად სწორად მიგაჩნიათ საზოგადოების და საპატრიარქოს დამოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ?

 

– საქართველოს საპატრიარქოს აქვს სწორი და საკუთარ დოგმატივებთან, ასევე რჯულის კანონთან პირდაპირ შესატყვისი  პოზიცია და მიმართულებები ლგბტ პირების მიმართ. თუმცაღა, არსებობს რიგი სადაო საკითხები, რომლებზეც,  როგორც უფლებადამცველი, ვერ დავეთანხმები მათ პოზიციას. აქვე  კიდევე ერთხელ მსურს გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩემი პოზიცია გამომდინარეობს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებიდან  და კონსტიტუციისაგან.  შესაბამისად,  ჩვენს შორის,  რასაკვირველია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რაც აუცილებლად უნდა ჯდებოდეს ლოგიკურ ჩარჩოში.

 

_  როგორია თქვენი ხედვა ლგბტ უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში?

 

_ ჩემი აზრით, ქართველმა ერმა პირველ რიგში უნდა დააფასოს ადამიანი, ანუ დააფასოს ყოველი ჩვენგანი. სწორედ სახელმწიფო ინსტიტუციების დამოკიდებულებით განისაზღვრება და ერთგვარი ინდიკატორს წარმოადგენს სახელმწიფოს ანუ ერის, როგორც ხელისუფლების წყაროს, პოზიციას.

 

 უნდა მოხდეს სისტემური რეფორმები სხვადასხვა სფეროში, რათა აღმოიფხვრას დისკრიმინაციის ყველა გამოვლინება. მიმაჩნია ასევე, რომ უნდა მოხდეს საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუციის როლის გაძლიერება ლგბტ პირების უფლებების დაცვის მხრივ. ასევე აღსანიშნავია,  რომ ადამიანის  უფლებების დაცვის მხრივ აუცილებელია ქვეყანაში გატარდეს სოციალურ - ეკონომიკური რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების და   ლგბტ თემის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვინაიდან ამ მხრივ არსებობს მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემატური მიმართულებები.

 

_ რახან სოციალურ საკითხს შევეხეთ,  რა არსებითი პრობლემების წინაშე დგას დღეს საქართველოში ლგბტ თემი და როგორია მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა?

 

_ საქართველოში,  როგორც ქრისტიანულ  ქვეყანაში, პირველ რიგში დგას პრობლემა ლგბტ პირების, როგორც თანასწორი სუბიექტების აღქმისა და ამის შესაბამისად არსებობს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი პრობლემები. განსაკუთრებული პრობლემა არსებობს ტრანსგენდერ პირთა მიმართ,  ვინაიდან მათ არ აქვთ თვითრეალიზაციის არსებითი შესაძლებლობა, ხოლო ამის გამო ისინი იძულებულნი არიან დაკავდნენ სექსუალური მომსახურების გაწევით.  ლგბტ თემის წევრებში ასევე უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის მათ მიმართ ძალადობის პრევენცია, გამოხატვის თავისუფლება  და უფლებების დაცვა.

რაც  შეეხება თქვენს კითხვას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  შესახებ, მსურს მოგახსენოთ, რომ ლგბტ პირების და მათ შორის, განსაკუთრებით, ტრანსგენდერ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მწვავე პრობლემას წარმოადგენს. 

 

 _ როგორც ცნობილია,  საქართველოში არსებობს რამოდენიმე ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია,  მათ შორის თქვენიც, როგორ ხდება მათი საქმიანობის დაფინანსება და არის თუ არა აღნიშნული სფერო ერთგვარი კომერციული გათვლა?

 

 _ დიახ, საქართველოში არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მუშაობს ლგბტ  პირების უფლებების დაცვაზე, მაგრამ მათი ძალისხმევა, ჩემი აზრით, არასაკმარისია ამ ეტაპზე. მიმაჩნია,  რომ მათი ყურადღება  გამახვილებულ უნდა იქნას ლგბტ  პირების უფლებების დაცვაზე,  ვინაიდან ამ მხრივ არსებობს სერიოზული და საგანგაშო მდგომარეობა საქართველოში.

 

  ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ფინანსდება გრანტის სახით, მაგრამ არსებობს გარკვეული შემოსავლები, რაც შეეხება საქმიანობას,  იგი საქმიანობს მხოლოდ ლგბტ პირების უფლებების დაცვაზე და არის პროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ლგბტ პირების კონსტიტუციური უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.  ჩვენ ვიცავთ სასამართლოში არაერთი ლგბტ პირის უფლებებს და ინტერესებს, ასევე ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელებზე ლგბტ პირების უფლებების დაცვის მიზნით.

 

_  სწორად მიგაჩნია თუ არა საქართველოს კანონი დისკრიმინაციის შესახებ? რა რეალობა არსებობს ამ მხრივ? შეიცვალა თუ არა ამ კანონით არსებითი მდგომარეობა ლგბტ თემის მიმართ  და კიდევ რამდენად სწორად  მიგაჩნიათ ლგბტ პირების მიერ საკუთარი გენდერული იდენტობის ლუსტრირება?

 

_ საკმაოდ რთული საკითხია.  არაერთგზის აღვნიშნე,  რომ   საქართველოს კანონმდებლობაში ლგბტ პირების გენდერული იდენტობის შესახებ მონაცემების ფიქსაციით ჩვენ მივიღებთ მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებას ლგბტ პირების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, როდესაც ქვეყანაში არსებობს მძლავრი ეროვნული იდეოლოგია, რომელიც არ აღიარებს ლგბტ პირებს, როგორც მათ თანასწორს და მიიჩნევს ლგბტ პირად ყოფნას დაავადებას ან სოდომ-გომორის ცოდვად. რასაკვირველია, რთულია იმაზე საუბარი, რომ კანონმდებლობაში ლგბტ პირების, როგორც ცალკე მდგომი სუბიექტების მოხსენიებით მათი უფლებრივი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს არის რეალობა და ამის შეცვლა ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელია. სამართლებრივი თვალსაზრისით ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე.

 

რაც შეეხება ლგბტ პირების მიერ საკუთარი თავის ლუსტრირებას, რასაკვირველია, ეს პირის პირადი საკითხია,  მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის სხვადასხა ფორმების შესაძლო ინსცენირებებიც და მოზარდთა ჯერ  კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამიტო მიმაჩნია, რომ ლუსტრირება რაღაც ფორმით უნდა იყოს შეზღუდული კანონმდებლობით!

 

_  რა გეგმები გაქვთ 17 მაისისათვის ? იგეგმება რამე გამოსვლები ან სკანდალური ღონისძიებები?

 

– დიახ, ვგეგმავ მდუმარე აქციის გამართვას სახალხო დამცველის ოფისთან, მაგრამ ეს არ იქნება სკანდალური ღონისძიება, არამედ ეს არის სახალხო დამცველის ოფისის სისტემური რეფორმირებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისკენ მიმართული მოთხოვნა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2813
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია