საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სკანდალი! ბაგა-ბაღებში პატარებს საქონლის ნაცვლად კამეჩის ხორცს აჭმევენ?
2015/05/11 11:53:07

რატომ ხვდება ბაგა-ბაღებში კამეჩის ხორცისაქონლის ხორცის სახელითსად იყიდებადავრდომილი საქონლის უვარგისი ხორცი?

კიდევ ვინ მიჰყვება უკან სურსათის ეროვნულისააგენტოს უკვე განთავისუფლებულვეტერინარებს

"ალიასესაუბრება "ანტიკორუფციულიკავშირისხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე


ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო და რეალურად დაადასტურა ის ფაქტები, რომ საკოლმეურნეო ბაზრები ხშირ შემთხვევაში მარაგდებოდა საკვებად უვარგისი და უხარისხო საქონლის ხორცით. ამის დამადასტურებელია ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიებები, რის შედეგადაც 6 ვეტერინარია დაკავებული "ფორმა 2"-ის გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს კი ის საბუთია, რომელიც ხორცის, ასე ვთქვათ, წარმოშობას ადასტურებს: რა ხარისხის ხორცია, სად დაიკლა და რა პირობებში. 


რომელი უწყების ვეტერინარებზეა საუბარი? 
- სურსათის უვნებლობის სააგენტოს ვეტერინარებს ვგულისხმობ, რომლებსაც ავალიათ ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნა, მაგრამ 200, 100 ლარისა და 30 ლარის სანაცვლოდ მათ მიერ ხდებოდა საკვებად გამოუყენებელი ხორცის სარეალიზაციოდ ბაზარში შეტანა და ამის გამო საზოგადოებას პრობლემას უქმნიდნენ. 
ეს უვარგისი საკვები პროვოცირებას უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და განსაკუთრებით ხნიერი ადამიანები მყავს მხედველობაში, ისინი, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ, ასევე ვირუსით დასუსტებული ორგანიზმის მქონე ადამიანებს ვგულისხმობ, მათთვის ეს ხორცი აბსოლუტურად მიუღებელია და, ხშირ შემთხვევაში ამდაგვარი ხორცის მიღების შემდეგ ხალხი საავადმყოფოში ხვდება სამკურნალოდ, ანდა სულაც - საოპერაციოდ. 


ხომ არ არის თქვენთვის ცნობილირომელ ბაზარში იყო ასეთი ხორცი შეტანილი? 
- ბაზრებიც მარაგდებოდა ამ უვარგისი პროდუქტით და სუპერმარკეტებიც. ასევე, მინი მარკეტებშიც შეხვდებოდით ამ ხორცს, ანუ ის ადგილები, რომლებიც დღის მანძილზე საკმაოდ დიდ რეალიზაციას ახერხებდნენ ამ ხორცის. 


რა გაირკვაეს ამ ბოლო დროს ხდებოდათუ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ამდაგვარი პროდუქტისრეალიზაციის ფაქტები? 
- ეს ხდებოდა წლების მანძილზე. ჩვენც წლებია ვსაუბრობთ ამაზე, არადა აუღებელი ციხესიმაგრე იყო ეს თემა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ამბობდა, რადგანაც მათი თქმით, არანაირი სამართალდარღვევის ფაქტი აქ არ იყო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ფინანსური პოლიციის მიერ მოხდა ამ ამბის შესწავლა, შემდეგ უკვე გამოძიების ჩატარება. ამავდროულად აუცილებლად ყურადსაღებია ის, რომ ახალი ხელმძღვანელობაა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომლებმაც დაიწყეს ჩვენთანაც და ფინანსურ პოლიციასთანაც თანამშრომლობა. ადრე ჩვენ მიერ მიწოდებულ მასალებში ვერ პოულობდნენ ხელჩასაჭიდს, რაც სტიმულს აძლევდა უნამუსო ადამიანებს, ეკეთებინათ ის, რასაც აკეთებდნენ ამდენი ხანი: მასიურად წამლავდნენ მოსახლეობას. ამის გარდა კიდევ ერთ ფაქტს აღვნიშნავ, ასევე აუღებელი ციხე იყო წლების მანძილზე ე.წ. დეზერტირების მიმდებარე ტერიტორია, სადაც ხშირ შემთხვევაში ტარდებოდა რეიდები, რომლის დროსაც ვერ ხდებოდა ისეთი სახის დარღვევების გამოვლენა, რომელსაც სპეციალურად თვალს არიდებდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები და ასევე, იქ მომუშავე პერსონალი. ამ დროს იქ მუშაობდა სწორედ მათი კორუფციული გარიგების სქემა, რადგანაც თუკი დაინახავდნენ, რომ ხუთი ოპერატორი იყო დასაჯარიმებელი, მე-6 და მე-7 ოპერატორი არ ჯარიმდებოდა. დღეს ამ ბაზარში კვლავ ხდება დარღვევა ხორცის რეალიზაციასთან დაკავშირებით, რის შესახებაც შესაბამისი მასალა უკვე გადაგზავნილი გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ახლა უკვე მოახდნენ შესაბამის რეაგირებას. ანუ ის უნამუსო ადამიანები დატოვებენ თავის ადგილებს და წავლენ სახლში. ჩემთვის `იდეაფიქსი" არაა, რომ სამართლის დადგენისას აუცილებლად ვიგულისხმოთ ვიღაცების დაჭერების სერია, არა და არა, ჩვენ შეგვიძლია, შემოვიფარგლოთ პრევენციის ფორმითაც, იგივე გაფრთხილებით, რადგანაც მათ სულ ახსოვდეთ, ამ უნამუსოებს, რომ ასეთი რამის ჩადენისა და უხარისხო ხორცის შემოტანისთვის სერიოზული თანხების მობოჭვას რომ ახერხებდნენ, რომ ფხიზლად ვართ ჩვენც და შესაბამისი სამსახურიც და ახლავე ვურჩევთ მათ, თბილად რომ არიან მოკალათებულები  სავარძლებში, დროულად დატოვონ ის სავარძლები და ადგილი დაუთმონ იმ პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე გამოვლენ. 


ანუ ექვსი უკვე დაკავებულია და სხვები კი "მუშკაზესხედან? 
- ჩემი ინფორმაციით, დამუშავებულია სხვა მასალებიც და იმ ექვსს კიდევ ორს მიუმატებენ, თან სულ მალე, ამ დღეებში. 


თქვენ ბრძანეთრომ ეს იყო საკვებად უვარგისი ხორცი და რას გულისხმობთეს იყო დაავადებული თუ მკვდარიპირუტყვის ხორცი
- კი, დაცემულს ეძახიან პირუტყვს, რომელიც საკვებად არ უნდა გამოიყენო და რომელიც ამ შემთხვევაში უნდა განადგურდეს, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმაც დადო და ჩვენც გვაქვს მასალები, რომ სამომხმარებლო ბაზრებში უხვად არის ისეთი საქონლის ხორცი, რომლის მოხმარებაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის არის საშიში, სწორედ ამიტომ გვყავს ვეტერინარები, რომლებმაც ნამდვილად იციან, რომ მსგავსი საქონელი უნდა განადგურდეს, მაგრამ ფულის სანაცვლოდ ხელს აწერენ ამ "ფორმა 2"-ზე და ეს გაფუჭებული ხორცი შემოდის დახლზე. ბაგა-ბაღებშიც გვქონდა შემთხვევები, რომ ასეთი პროდუქტი შევიდა და, ღმერთს მადლობა, რომ საშუალება გვექნება, ასეთი ფაქტები აღკვეთოთ და შესაბამისი კანონმდებლობით მოეთხოვოთ მათ პასუხი. დანელიას სიტყვებია: გამორიცხული არ არის, მსგავს ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ზოგიერთი მოხელის წინააღმდეგო. ამაში ის ვეტერინარები იგულისხმებოდნენ და სხვა რგოლი კიდევ, რომლებიც დღეს განცხადებების წერით არიან დაკავებულები და სულ მალე დატოვებენ სამუშაო კაბინეტებს. 


მათ წინააღმდეგ მამხილებელი მასალები გაქვთ მოგროვილი
- გვაქვს, მაგრამ ამის გაჟღერებაზე ჯერ თავს შევიკავებ გასაგები მიზეზის გამო. 


ვირის ხორცი კიდევ აღმოაჩინეს დახლებზე? 
- ვირის, არა, მაგრამ დავასწრებ მოვლენებს და თქვენ ექსკლუზიურად გეტყვით, რომ გვაქვს ინფორმაცია, ბაგა-ბაღებში შეტანილია კამეჩის ხორცი. 
კამეჩის ხორცი ისეთივე უვარგისი ხომ არააროგორც ვირის? 
- უვარგისი ორგანიზმისთვის არაა, უბრალოდ, ბავშვის ორგანიზმი ვერ ამუშავებს, ვერ ღეჭავს. ამ ინფორმაციაზეც ვმუშაობთ უკვე, თუმცა დღეს მოგვაწოდეს ეს ამბავი. 


ბატონო გიორგირაც შეეხება იმ ვეტერინარების მიერ აღებულ ფულსვერ ვიჯერებრომ ის მარტო მათ ჯიბეებშირჩებოდამაღლა არ მიდიოდა? 
- კარგი შეკითხვაა და ესაა მიზეზი იმისა, რომ ვიღაც-ვიღაცები დაწერენ განცხადებებს სახლში წასვლაზე. სწორად შენიშნეთ და ამასთან დაკავშირებით ორ კვირაში სპეციალური ბრიფინგი გვექნება, სადაც დეტალურად ვიტყვით, სად მიედინებოდა ის ფული. 
მაპატიეთ, ამაზე უკვე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ. 

ამის შემდეგ ვუკავშირდებით სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან არსებულ სურსათის უვნებლობის სააგენტოს,სადაც შემდეგი გვიპასუხეს: 
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავისი უფლებამოსილებისა და კანონის ფარგლებში აცხადებს, რომ ის აქტიურად ახორცილებს სოფლის სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს და ასევე, აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის "ანტიკორუფციულ კავშირთან", მსგავსი სახის არაერთი დარღვევა იქნა გამოვლენილი ბოლო პერიოდში და საუბარია სავაჭრო ქსელში უვარგისი ხორცის რეალიზაციაზე. ამის შედეგად გატარდა კიდეც შესაბამისი სანქციები და ზოგ შემთხვევაში საქმე სამართალდამცავებს გადაეცათ შესასწავლად. რაც შეეხება "დეზერტირების ბაზარს", ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბაზრის მონიტორინგი და, ამის შესახებ თუკი რაიმე ფაქტები არსებობს, ან მასალა, ამას აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას სააგენტო, უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფაქტების მოწოდება ჩვენთან დროულად მოხდეს. 


გიორგი ბურჯანაძის თქმითმან უკვე მოგაწოდათ მასალები. 
- ამას ჩვენ განვიხილავთ უახლოეს პერიოდში. რაც შეეხება ბაგა-ბაღებში კამეჩის ხორცის შეტანას, ამ პირუტყვის ხორცი კანონით აკრძალული არაა, მაგრამ, თუკი ის შეტანილია საქონლის ხორცის სახელით, უკვე დარღვევაა. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ თუ ამის შესახებაც მოგვაწოდებენ შეტყობინებას, რეაქცია მყისიერი იქნება. 

 

წყარო: გაზეთი „ალია“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია