საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი ჭიათურაში(FOTO)
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/05/10 15:06:34

ჭიათურაში მეორე მსოფლიო ომის 25 მონაწილე დააჯილდოვეს


ფაშიზმზეგამარჯვების 70-ეწლისთავჭიათურაშიკვირეული მიეძღვნა.სხვადასხვა ტიპის ღონისძიებმიეძღვნამეორემსოფლიოომს, ფაშიზმის დამარცხებასა და ამ ომში მონაწილე ქართველ მეომრებს.

 

კვირეულის დამაგვირგვინებელი დღე  9 მაისი გახლდათ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ვერაგი მტრის, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა ბავშვების თვალით დანახული ომის საშინელება“, სადაც ნორჩმა მხატვრებმა შთამბეჭდავად ასახეს ომის სისასტიკე მთელი თავისი უარყოფითი შედეგებით. პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფლეშმობი უძღვნეს გამარჯვების დღეს. ჭიათურელი ომის ვეტერანებისათვის კი საზეიმო მიღება-კონცერტი და სადღესასწაულო ფურშეტი ქალაქის კულტურის ცენტრში გაიმართა, სადაც ვეტერანებს შეხვდნენ და ეს უმნიშვნელოვანესი დღე მიულოცეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ, პარლამენტის წევრმა მალხაზ წერეთელმა, საკრებულოს თამჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, რომლებმაც ჭიათურელ ვეტერანებს მედლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

მოგეხსენებათ, სახელმწიფომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ომის ვეტერანებს ერთჯერადი დახმარება 1000 ლარი გამოუყო, ხოლო ჭიათურელმა ვეტერანებმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი მიიღეს. დღესვე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, პარლამენტის წევრმა, საკრებულოს თავმჯდომმარემ, გამგებლის მოადგილეებმა, სამსახურის უფროსებმა და ომის ვეტერანებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებები ასევე ჩატარდა ხრეითისა და ზოდის საკრებულოებში”, _ აღნიშნა გამგეობის საზოგადოებასთან სამსახურის წარმომადგენელმა მარიკა ხვედელიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3331
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია