დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამი – KEDEC -ის ამერიკელი მეგობარი
2015/05/08 18:01:05

თამი თიმერი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში (kedec)  ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისედ 2011–2013 წლებში მუშაობდა, მას,  ვისაც ორგანზიაციასთან ამ პერიოდში ჰქონდა  კავშირი, აუცილებლად ემახსოვრება ქალბატონი – ყველაზე ნათელი ცისფერი თვალებით და გულწრფელი ამერიკული ღიმილით. ისედაც – თამის თუ ერთხელ მაინც ნახავ, ის არასდროს დაგავიწყდება. უბრალოდ, მისი საქმიანობა, აქტიურობა, კონტაქტურობა ამის საშუალებას არ მოგცემს. 

 

ჩამოსვლის დღიდანვე თამიმ ბევრი მიმართულებით დაიწყო მუშაობა – შექმნა English Speaker’s  Club’’ –სადაც ის ადამიანები გაერთიანდნენ, რომლებსაც ინგლისური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება სურდათ. ოფიციალურად კლუბის წევრებს კვირაში ორჯერ ხვდებოდა და ინგლისურად მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრებოდა, თუმცა, ამ განრიგის გარდა კიდევ ჰქონდათ არაოფიციალური პარასკევი, რომელსაც English Speaker’s  Club’’–ის წევრები დღემდე თამის პარასკევს ეძახიან, ამ დღეს ხან ლაშქრობაზე იყვნენ, ხან  მუზეუმებში, ხან კიდევ გამოფენებზე.


სხვა ამერიკელ მოხალისეებთან ერთად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით თანასწორგანმანათლებელთა  მთელი არმია გადაამზადა. იმერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის  ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველა თემატიკაზე  გაუკეთდა ტრენინგებს ორგანიზება.


მან ბევრი რამ გააკეთა იმერეთის რეგიონში მცხოვრები შშმ ბავშვების პირობების გაუმჯობესებისთვის, მისი ძალისხმევით მოძიებული თანხების საშუალებით  გარემონტდა თერჯოლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შენობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თამი, შშმ ბავშვების  კეთილდღეობისთვის დღემდე აგრძელებს  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობას. ცოტა ხნის წინ შშმ ბავშვთა დღის ცენტრებს პორტატული სენსორული ოთახის შეძენაში დაეხმარა, პორტატული სენსორული ოთახი უზრუნველყოფს სენსორული ინტეგრაციის ხელმისაწვდომობას 52 განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის, რაც დაეხმარებათ, უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი არსებულ გარემოში.


 ამ იდეის დასაფინასნებლად kedec მა  global giving–ის ფონდს მიმართა, პროექტის ღირებულების თანხის ერთი ნაწილი თამიმ პირადად გაიღო.


„იმერეთის რეგიონში მცხოვრები შშმ ბავშვთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის ზრუნვას, ჩემი  ამერიკაში დავბრუნების შემდეგაც ვაგრძლებთ.  ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო KEDEC-ის გუნდს, განსაკუთრებით ლიკას და დიანას, რომლებმაც, ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ ამერიკიდან მომცეს შესაძლებლობა, დავხმარებოდი შშმ ბავშვთა დღის ცენტრებს, იმედი  მაქვს, 2015 წელსაც, KEDEC-თან ერთად, მომეცემა შშმ ბავშვების  დახმარების შესაძლებლობა.“ – ამბობს თამი.   


თამი ამერიკაში 2013 წლის ზაფხულზე დაბრუნდა, თუმცა,  ქუთაისი მან მხოლოდ ფიზიკურად დატოვა, ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ გული აქ, საქართველოში დარჩა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია