დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
7 ფრაზა, რომელიც შვილს აუცილებლად უნდა უთხრათ
2015/05/08 12:12:45

ამ ფრაზების ყოველდღე და სიტყვასიტყვით გამეორება არ არის საჭირო. ისინი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოთ. რაც მთავარია, ნათქვამი მხოლოდ სიტყვებად არ უნდა დარჩეს - თქვენი საქციელით უნდა დაამტკიცოთ კიდეც მათი სიმართლე.



1. "მე მჯერა შენი"
ამ სიტყვებს მართლაც მაგიური ძალა აქვთ. ერთ-ერთი დედა, რომელიც 3 წლის შვილს ხშირად უმეორებდა "მე მჯერა შენი", თავის ბლოგში წერდა: "ერთხელ გასაღები დავკარგე. სად არ ვეძებე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ბოლოს სასოწარკვეთილი ტახტზე დავჯექი და პოვნის იმედიც კი დავკარგე. ამ დროს ჩემი პატარა მომეხუტა და მითხრა: "დედა, იპოვი გასაღებს... მე მჯერა შენი". ამ სიტყვებს მართლაც მაგიური ძალა ჰქონია. ახალი ენერგიით შევუდექი ძებნას და მაშინვე ვიპოვე". ასე რომ, ამ სიტყვების ხშირად გამოყენება ნამდვილად ღირს.

2. "ხელი არაფერზე ჩაიქნიო"
ეს ხშირად უმეორეთ, თუმცა უნდა უბიძგოთ, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი თავად მოძებნოს. მაგალითად, შეიძლება ბავშვი არასწორად ამაგრებს ასაწყობ პაზლს, ნახატი არ იწყობა, მაგრამ ბავშვი დანებებას არ აპირებს. შეუპოვრობა კარგია, მაგრამ აუცილებლად შეახსენეთ, რომ შეიძლება რაღაცას არასწორად აკეთებს. უთხარით, რომ თუ რაიმე არ გამოსდის, კარგად უნდა დაფიქრდეს და სხვანაირად სცადოს მისი გაკეთება. უნდა აუხსნათ, რა მნიშვნელოვანია, როცა არ ნებდები და ხელის ჩაქნევა არ გჩვევია.



3. "ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ"
თქვენს შვილს უნდა ესმოდეს, რომ სირთულეები და შეცდომები ნორმალური მოვლენაა. დაეხმარეთ, რომ არ დაღონდეს მცირე შეფერხების გამო. ეს მხოლოდ მარცხის დროს კი არა, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტების წინაც.



4. "ყველა პროფესიონალი ოდესღაც შენსავით მოსწავლე იყო"
უნდა ესმოდეს, რომ მისთვის კარგად ცნობილმა წარმატებულმა ადამიანებმა ოდესღაც მათნაირი გზა გაიარეს. დაე თქვენი შვილები იმ აზრით გაიზარდონ, რომ შეცდომა - ნორმალური მოვლენაა, ბრძოლა - ნორმალური მოვლენაა. არანორმალურია იმის ფიქრი, რომ შეცდომა, წარუმატებლობა და მარცხი არასოდეს გამოსწორდება. ეს მოვლენები საჭიროა იმისთვის, რომ გამარჯვებამდე მივიდეთ.



5. "მარცხი - არჩევანი არ არის"

აუხსენით, რას ნიშნავს ეს ფრაზა. მარცხი და წარუმატებლობა ბუნებრივია, მაგრამ ეს დროებითი უნდა იყოს და არა ხელის ჩაქნევის მიზეზი. ყოველი მარცხის შემდეგ გამარჯვებისთვის უნდა ემზადებოდეს. აუხსენით, რომ თქვენი არჩევანი არის სწავლა, აღზრდა, საკუთარი ძალების რწმენა და წინსვლა. რომ შეუძლებელია მარცხზე გაჩერება.



6. "თუ კისერს წაიტეხ, ამით ჭკუა მაინც ისწავლე"
ყოველთვის, როცა თავის უჭკუობის გამო ცუდ დღეში აღმოჩნდება, აუცილებლად ჰკითხეთ - რა გაკვეთილი მიიღო ამით და როგორ მოიქცევა სხვა დროს მსგავს სიტუაციაში. ისაუბრეთ ამაზე, გააანალიზეთ, იმსჯელეთ სად და როდის დაუშვით შეცდომა. მიაჩვიეთ, რომ ე.წ. "კისრის" მოტეხვა ყოველთვის ჭკუის სასწავლებლად გამოიყენოს.


7. "სანამ ოჯახი გყავს, სითბო და სიყვარული არ მოგაკლდება. სახლში არაფერი გემუქრება"
გაიხსენეთ ის მომენტები, როცა სახლში თბილად და მყუდროდ გრძნობდით თავს. ამ შეგრძნებას ვერაფერი შეედრება. ამ ემოციას ნურც თქვენს შვილს მოაკლებთ. 
ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი მოსიყვარულე და მზრუნველ ატმოსფეროში გაიზარდოს. მხოლოდ ის, რომ გიყვართ, საკმარისი არ არის. ეს მანაც უნდა იგრძნოს, რაც პოზიტიურად იმოქმედებს მის თვითშეფასებასა და განვითარებაზე. დაეხმარება, რომ უფრო ძლიერი და მამაცი გახდეს.
ყოველ ღამე ძილის წინ უთხარით: "ჩვენთან არაფერი გემუქრება, დედ-მამას უყვარხარ. სულ გვეყვარები და ყოველთვის მოგივლით". ეს სიტყვები ნაზად და მშვიდად უთხარით. ასე უკეთ მოგისმენთ და სიტყვებიც უფრო დაამახსოვრდება. შესაძლოა ეს სიტყვები ისეთ მძიმე წუთებში გაახსენდეს, როცა გადამწყვეტი მომენტი დგება და სწორედ ამ სიტყვებმა დააყენოს სწორ გზაზე.

 

წყარო: http://www.mshoblebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2324
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია