დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად ინახება საქართველოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი?
2015/05/08 11:51:32

 

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას მიერ უზენაეს საბჭოში გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტის დედანი დღემდე ყველას დაკარგული ჰგონია. თითქმის 25 წელია, ამ საკითხის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. ზოგი ფიქრობს, რომ აქტი თავის დროზე საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა წაიღო და დღეს ის, შესაძლოა, მოსკოვში ინახებოდეს.


ზოგი დოკუმენტის კვალს ჩეჩნეთში, კერძოდ, გროზნოში ხედავს, ხოლო ზოგი მისპოვნას შეუძლებლად მიიჩნევს. მოკლედ, ეს ის ვერსიებია, რომლებიც დღემდე არსებობდა და რომელთა კვალდაკვალ დისკუსია არ წყდება...  “საქართველო დამსოფლიოსყოფილი უზენაესი საბჭოს წევრი, ლენტეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი 1990-1991 წლებში, ბერდია გუგავა, შეხვდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა:



_ 1990 წელს, მას შემდეგ, რაც უზენაესი საბჭოს დეპუტატი დილარ ხაბულიანი მინისტრი გახდა, ჩატარდა ხელახალი არჩევნები და გავხდი მაჟორიტარი დეპუტატი ლენტეხიდან. შესაბამისად, 1991 წლის 9 აპრილს მეც ვესწრებოდი დამოუკიდებლობის გამოცხადებას და იმ დოკუმენტზე ხელი მოვაწერე.



იმხანად ქირით ვცხოვრობდით და მრავალი ბინა გამოვიცვალეთ, მერე, მუხიანში რომ გადავედით, მეუღლემ სპეციალური ჩარჩო გააკეთებინა და შიგ ჩასვა ეს აქტივიცოდით,რომ ეს იყო დამოუკიდებლობის აქტიმაგრამ ასლი გვეგონა... მერე შემთხვევით რაღაც კლიპს იღებდნენ ჩვენთან და ერთ-ერთმა პროდიუსერმა შეამჩნია ეს ჩარჩო. დაათვალიერა და ჩემი მეუღლისთვის უკითხავს (მე არ ვიყავი შინ), _ ეს ორიგინალი საიდან გაქვთო? კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ ვიცოდით, რომ დოკუმენტი ორიგინალი იყო და თავდაპირველად ვერც დავიჯერეთ. შემდეგ გავხსენით ჩარჩო, ამოვიღეთ და აღმოჩნდა, რომ მართლა ორიგინალია.



როდის და როგორ აღმოჩნდა ეს დოკუმენტი თქვენს ხელში?



_ ალბათ, 1991 წელს, იმიტომ, რომ 92-ში უკვე აღარ ვიყავით პარლამენტში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოჩნდა აქტი ჩემს ხელში, ნამდვილად არ მახსოვს.



იმ დღეს, 9 აპრილს, გვიანობამდე ვიყავით უზენაეს საბჭოში, მერე ზვიადი შინწავიდა, ეს დოკუმენტიც თან წაუღია და იქ დიდი ჩხუბი და დავიდარაბა ატეხილა. იქ მოუწერია მანანა გამსახურდიასაც ამ აქტზე ხელი... მეორე დილით მისი ხელმოწერა რომ ვნახეთ, ყველამ გავაპროტესტეთ. ეს იყო ჩვენთვის მიუღებელი, რადგან ამით ხდებოდა ზვიადის დისკრედიტება...



დავიდარაბა რატომ ჰქონია ზვიადს ოჯახში?



დამოუკიდებლობის გამოცხადებას მერაბ კოსტავას დედა ოლღა დემურიაც ესწრებოდა და, ბუნებრივია, აქტზე მანაც მოაწერა ხელი. ეს რომ უნახავს მანანას, გაგიჟებულა, _ რას ჰქვია, ეს თუ აწერს ხელს, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ცოლი ვარ, მე რატომ არ უნდა მოვაწეროო?! ამაზე მე და კიდევ ერთი საგარეჯოელი დეპუტატი საპროტესტო წერილს ვამზადებდით, მაგრამ შეგვაჩერეს. მერე დაიწყო არეულობა და ამისთვის უკვე არავის ეცალა.



საბოლოოდ როდის დარწმუნდით, რომ დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც შინ ინახავდით, ასლი კი არა, დედანი იყო?



_ პირველად მაშინ დავეჭვდით, როცა კლიპის გადასაღებად მოსულმა პროდიუსერმა გვითხრა, დედანიაო, მერე სხვებმაც ნახეს და იგივე თქვეს. შემდეგ, 2001-2002 წლებში, ამ საკითხმა წამოიწია, მიდიოდა დისკუსიები და ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას _ კა-გე-ბემ წაიღო, ამან წაიღო, იმან წაიღოო. მოკლედ, ეს დოკუმენტი დაკარგულად ითვლებოდა და ითვლება დღესაც... ამის შემდეგ მეც სერიოზულად დავინტერესდი, მართლა იყო თუ არა ის დედანი...



როცა დარწმუნდით, რომ დედანი იყო, რა გადაწყვეტილება მიიღეთ _ ისევთქვენთან დატოვეთ თუ სადმე გადაიტანეთ, უფრო დაცულ ადგილას?



_ როცა დავრწმუნდი, რომ ეს იყო არა ასლი, არამედ დედანი, მოსვენება დავკარგე, არ ვიცოდი, რა მექნა. ვერც შევარდნაძის ხელისუფლებას გადავცემდი მას და ვერც _ სააკაშვილის. მერე აჟიოტაჟი ატყდა, ვიწრო წრეში ინფორმაციამ გაჟონა და ვიღაცამ ისიც შემომთავაზა, გავყიდოთ და დიდძალ ფულს ვიშოვითო _ ექვსნიშნა ციფრზე იყო საუბარი. მოკლედ, შემაშინა ამ ყველაფერმა და დავიწყე გამოსავლის ძებნა. ბოლოს მივედი ჩემს მოძღვართან, მამა კონსტანტინესთან (გიორგაძე) და რჩევა ვკითხე. მითხრა, საპატრიარქოს, უშუალოდ პატრიარქს გადავცეთო. მეც დავთანხმდი. ეს იყო 2006 წელს. ჩავჯექით მე და ჩემი მეგობარი მანქანაში, გავუარეთ მოძღვარს და მივედით საპატრიარქოში. მოვიდა პატრიარქი და მეუბნება, აბა, მომიყევი, შვილო, რა ხდებაო. ყველაფერი მოვუყევი. მერე უწმინდესმა თავზე დამადო ხელი და მკითხადოკუმენტზე ჩემი ხელმოწერაარისო? _ არა-მეთქი. მანანა არჩვაძე-გამსახურდიასი თუაო? _ კი-მეთქი. აბა, დედანი ჩაუბარებია, შვილო, ღმერთს შენთვისო, და დაახლოებით ხუთი წუთი თავზე ჰქონდა ხელი დადებული. ამის შემდეგ დედანი პატრიარქს გადავეცი. რომგაშალა და დახედა, გაეღიმა. მერე დაგრაგნა ისევ ეს ფურცელი, გააღო სეიფი დაშეინახა, _ მოვა დრო და მე ამას გამოვაცხადებო. არ ვიცი, ეს დრო მოვიდა თუ არა (სხვათა შორის, ვიდრე ინტერვიუს მიცემას გადავწყვეტდი, მოძღვარსაც ვკითხე, უნდა მესაუბრა თუ არა ამ თემაზე), მაგრამ ახლა ამ ყველაფერს პირველად ვამბობ თქვენსგაზეთთან...



მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში საპატრიარქოსთან არგქონიათ კონტაქტი? არ გიკითხავთ, რატომ არ კეთდება ამ დოკუმენტი სარსებობაზე განცხადება?



_ არანაირი კონტაქტი მე მათთან არ მქონია ან რა უფლება მაქვს, რამე მოვიკითხო, აქტი შეინახა მისმა უწმინდესობამ, მასზე უფრო სანდოს ვის გადავცემდი?!



თვითონ აქტი რა მდგომარეობაშია, რამე დაზიანება ხომ არ ჰქონდა?



_ ვიდრე ჩემს ხელში იყო, ვუფრთხილდებოდი, რომ იტყვიან, თვალის ჩინივით, და პატრიარქის ხელში კიდევ უფრო რომ გაუფრთხილდებიან, ეჭვი არ მეპარება. ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის, სქელი ცარცის ფურცელი (ასეთს მაღაზიაში ვერ იყიდი), ხელმოწერები გაკეთებულია სხვადასხვა ფერის მელნით და დასმული აქვს ლურჯი ფერის ბეჭედი. სხვათა შორის, ეს აქტი ვიდეოფირზეც მაქვს გადაღებული და, თუ დაგჭირდებათ, ნებისმიერ დროს გაჩვენებთ. ფირი კარგი ხარისხის არ არის, მაგრამ დოკუმენტი ნათლად და გარკვევით ჩანს.



ამდენ ხანს საიდუმლოდ ინახავდით ამ ამბავს, დღეს რატომ ჩათვალეთ აუცილებლად, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე?



_ სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს, ეს მხოლოდ ჩემი საკუთრება არ არის, ყველასია. მანამდეც მინდოდა ამ ამბის გასაჯაროება, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟი რომ ატყდა და, მით უმეტეს, ვიღაცებმა ფულიც რომ შემომთავაზეს, გადავწყვიტე, ჩუმად, უხმაუროდ მისი უწმინდესობისთვის ჩამებარებინა ეს დოკუმენტი. უფრო სწორ გადაწყვეტილებას, ალბათ, ვერც მივიღებდი. დანარჩენი, უფალმა განსაჯოს, მე, პირველ რიგში, საკუთარ თავთან და სინდისთან უნდა ვყოფილიყავი მართალი...



დასაწყისში თქვით, რომ არ გახსოვთ, როგორ აღმოჩნდა ეს დოკუმენტი თქვენსხელში, მაგრამ, თეორიულად მაინცროგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?



_ ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე, სულ ვცდილობ, მეხსიერებაში აღვიდგინო, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ... მე, როგორც დეპუტატმა, ხელი მოვაწერე და მორჩა. ასე ქნეს სხვებმაც, დანარჩენი, ღმერთის წინაშე დავიფიცებ, წარმოდგენაც არ მაქვს, როდის და როგორ მოხვდა ეს ფურცელი ჩემს ხელში.



იმჟამინდელი ხელისუფლება, გამსახურდიას ხელისუფლებას ვგულისხმობ, არეძებდა ამ დოკუმენტს?



_ ხელმოწერის შემდეგ მალე არეულობა დაიწყო და დოკუმენტი ვის ახსოვდა, ისეთი ამბავი ატყდა, დედა შვილს არ აიყვანდა. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია, რომ ეს დოკუმენტი ვინმეს მოეკითხოს. ამაზე მოგვიანებით დაიწყეს საუბარი, შევარდნაძის ხელისუფლება რომ მოვიდა. ასეა თუ ისე, მთავარია, აქტი დაკარგული არ არის. მით უფრო სასიხარულოა და მამშვიდებს ის, რომ იგი ძალიან სანდო ხელშია. რაც შეეხება, რატომ არ საუბრობს პატრიარქი ამაზე, ეტყობა, მიაჩნია, რომ ჯერ ამისი დრო არ დამდგარა. როგორც ჩანსჯერ არ მოსულა სათავეში ხელისუფლება, რომელიც ამ დოკუმენტის გადაცემის ღირსი იქნება.



ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 


P.S. 
იმედია, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ შესაბამისი პირების განკონკრეტული განცხადებები გაკეთდება და ამომწურავი პასუხი გაეცემა ყველა შეკითხვას, რომელიც წლების განმავლობაშიდაგროვდა ქართველებისთვის სანუკვარ დოკუმენტზე...

 

 

 

წყარო: http://www.geworld.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია