საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ გადაწყვიტეს ნაგვის პრობლემა შვეიცარიაში?
2015/05/07 14:11:55

როგორც წესი, შვეიცარიაში ვიზიტის შემდეგ ტურისტები აღფრთოვანებულნი რჩებიან ქვეყანაში არსებული სისუფთავით, თუმცა იშვიათად ინტერესდებიან, რაგზით ხდება მისი შენარჩუნება.

ნაგვის სორტირების სისტემა უკვე ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, ხოლო შვეიცარიაში თითქმის აბსურდამდეა დაყვანილი. ასორტირებენ ყველაფერს,რაც შესაძლებელია. ამ სისტემაში არ არსებობს გამონაკლისი, ყველა ვალდებულია ასორტიროს ნაგავი სხვადასხვა ურნაში. ეს არის სრული დემოკრატია, რომელშიც ყველა მონაწილეობს, ასევე არის დემოკრატიის არ არსებობა, სადაც არ მიიღება დისკუსიები და პროტესტი. არ ხარ თანახმა?- იხდი ჯარიმას.


ის ფაქტი, რომ მდიდარი ხარ, ვერ გაყენებს კანონზე მაღლა. ხშირად შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ აბარებს ბოთლებს სპეციალურ პუნქტებში „პორშედან“ გადმოსული მოქალაქეები. ჩაბარებული ბოთლების რაოდენობით, შვეიცარია ლიდერია მსოფლიოში. 90%-ზე მეტი ბოთლი ბრუნდება მინის გადამამუშავებელ ქარხნებში. მინის მიღების და გადამუშავების პროცესი 1972 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებულად მოქმედებს.


ბოთლის სორტირება მინის ფერის მიხედვით ხორციელდება- თეთრი, ყავისფერი,მწვანე. ქაღალდის და მუყაოს ცალ-ცალკე. მუყაოს გადამუშავება უფრო ძვირი ღირს. არავის მოუვა თავში გამოყენებული ბატარეის გადაგდება, ამიტომ, შვეიცარიაში გაყიდული ბატარეების 60%-ს უკან აბრუნებენ და არ აგდებენ ნაგვის ურნაში.
ცალკე აბარებენ ძველ ელექტრონულ მოწყობილობებსა და სახლის ტექნიკას, ცალკე სამშენებლო ნაგავს, ცალკე დღის შუქის ნათურებს, ცალკე კონსერვებს, ცალკე ცხოველების ცხედრებს( მათი დასამარება აკრძალულია), ცალკე მცენარეული ზეთის ნარჩენებს, ცალკე მანქანის ზეთის( აკრძალულია ზეთის შეცვლა საკუთარ ავტომობილში, ამას მხოლოთ ტექ. სადგურებზე აკეთებენ)


თქვენ იტყვით, რომ შეიძლება ამის არგაკეთებაც და ყველაფრის ერთ ურნაში ჩაყრა. შესაძლებელია, თუმცა მაშინ მოგიწევთ დიდი გადასახადის გადახდა, რომელიც ნაგვის ყოველ კილოგრამზეა დაწესებული. ნაგვის თითო პარკზე აწეპებენ მარკას, რომელიც ადასტურებს გადასახადის გადახდას. წესების დაცვას „ნაგვის პოლიცია“ უზრუნველყოფს. ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, აანალიზებენ სხვადასხვა ადგილს დატოვებულ ნაგავს, პოულობენ დარღვევას და აჯარიმებენ.

 

 

 

80-იან წლებში, როდესაც ნაგვის მარკირება ქვეყნის მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო შემოღებული, გავრცელდა ე.წ „ნაგვის ტურიზმი“. შაბათ -კვირას ხალხი ოჯახებთან ერთად მიდიოდა პიკნიკზე ქვეყნის სხვა მხარეს და თან მიჰქონდათ ნაგავი, რათა უფასოდ გადაეყარათ.


იმ პერიოდში შვეიცარიაში იყო კატასტროფული ეკოლოგიური სიტუაცია.მაცხოვრებლები თავისივე ნაგვის გამო იგუდებოდნენ. ზუსტად მაშინ დადგა საკითხი ახალი ეკოლოგიური პოლიციის შექმნის თაობაზე. ამას დასჭირდა ათწლეული, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ახლა შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვეყანაა. ნებისმიერი ტბიდან და რა თქმა უნდა, ონკანიდან წყლის დალევა საშიშროების გარეშეა შესაძლებელი.


რა იყო ასეთი წარმატების მიზეზი? ის, რომ შვეიცარიელებმა მიზნად დაისახეს ქვეყნის დალაგება და ამ მიზანს მიაღწიეს. დანარჩენი უბრალოდ დროის საკითხი იყო.

 

წყარო: http://had.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია