საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
12 ქუთაისელი ბავშვი ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს
2015/05/07 13:01:02

ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ახალი პროგრამა დაემატა, ხოლო უკვე არსებული მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა.

 

ახალი პროგრამა, ქუთაისში რეგისტრირებული ლეიკოზით დაავადებულ პირთა თანადგომას გულისხმობს, რაც ითვალისწინებს 18 წლამდე ლეიკოზით დაავადებული ბავშვების მატერიალურ დახმარებას თვეში - 100 ლარი. ბიუჯეტში გათვალისწინებულია 14 400 ლარი. ქუთაისში ლეიკოზით დაავადებული 12 ბავშვია რეგისტრირებული.

 

ასევე მოხდა ცვლილება მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში , სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის - 50 000 ლარი დაემატა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1816
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია