დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვირტუალობაში გაჩენილი მუშები
2009/07/13 07:24:49

ქუთაისელი კონსერვატორები ქალაქში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობის დაპირების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. ისინი ავტოქარხანას ესტუმრნენ და იქ, 12 ქარხნის მშენებლობის პროცესის  ნაცვლად, მხოლოდ  დაცვის ორი თანაშრომელი  ნახეს. დღეს ჩვენთან საუბარში კონსერვატიული პარტიის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოჩა ბაძგრაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: „რეალურად, ავტოქარხანაში ახლა ქარხნები უნდა შენდებოდეს.  ჯერ კიდევ 9 აპრილისთვის საქართველოში დატვირთული გემებიც უნდა ჩამოსულიყვნენ და ქარხნების გასამართად საჭირო ინვენტარი ჩამოეტანათ, მაგრამ ირკვევა, რომ ეს ტყუილი დაპირება და ცინიზმი იყო.“

გოჩა ბაძგარაძე კონსერვატორების აქციის თემაზე საზოგადოებრივი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  ავტოქარხანაში სტუმრობის დროს მათ იქ მუშები ვერ ნახეს,  ეს ყველაფერი ტელეკომაპანია „რიონის“ კამერამაც დააფიქსირა, მისავე თქმით, უცნობია, ასეთი რეალობის დაფიქსირების შემდეგ როგორ გაჩნდნენ საზოგადოებრივი არხისთვის მომზადებულ სიუჟეტში მუშები.

კონსერვატორების ადგილობრივი ლიდერი მხარის გუბერნატორს მიხეილ ჩოგოვაძეს ამ თემაზე ტელედებატებშიც კი იწვევს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1825
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია