2015 წლის 5 მაისს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა ნანო ღვინიანიძემ, გლობალური კამპანიის „დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე“ (#safekidslives) ფარგლებში, ქ. ქუთაისის №2 საჯარო სკოლის მე–8, მე–9 კლასის მოსწავლეებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ აღსაზრდელებისათვის ჩაატარა პრეზენტაცია ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდები თანამშრომლობენ ფონდთან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის".