საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„კრისტალი“ ბავშვებისთვის
2015/05/05 12:05:50

მოკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ შშმ ბავშვებისთვის სახელოვნებო კურსებს აფინანსებს. ქუთაისის, სამტრედიისა და თეჯოლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრებში, რომელთაც ადმინისტრირებას ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახდენს, სახელოვნებო კურსი ხუთი მიმართულებით დაინერგება: ფოტოგრაფია, მუსიკა, ბამბაზე მუშაობათექა, სასცენო ხელოვნება.

 

არტ-თერაპიული კურსების განვითარება  ხელს შეუწყობს ბავშვის ფუნქციური, აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

 

ყველა არტ-თერაპიულ კურსს სამივე დღის ცენტრში წარუძღვება მოწვეული პედაგოგი.

 

მოეწყობა ღია გაკვთილები, გამოფენაგაყიდვებიშემაჯამებელი ღონისძიებები

 

გადამზადდებიან დღის ცენტრის პედაგოგები, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ თავად წარუძღვებიან ამ კურსებს,რაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის მდგრადობასხოლო მეორეს მხრივ, არტ-თერაპიის დანერგვას ბენეფიციართა ფუნქციონალური და აკადემიური უნარ-ჩვევების განმავითარებელ პროგრამებში.

 

ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ აღსაზრდელებმა, კურსების ფარგლებში, ფოტოხელოვან მარიამ ქველიაშვილთან ერთად გამართეს ფოტო-აქცია, „ჩემი თვალით დანახული ჩემი დედიკო“.    

 

სამტრედიის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ აღსაზრდელები ეუფლებიან მუსიკასა და ბამბაზე მუშაობას, ხოლო თერჯოლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის  „საპოვნელას“  აღსაზრდელები თექაზე მუშაობას სწავლობენ. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია