დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
6-8 მაისს ქუთაისში მდინარე რიონი „დაშრება“
2015/05/04 15:51:41

„ნერგო-პრო ჯორჯია“ ქუთაისში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

 

6 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით ენერგო–პრო ჯორჯიას ჰიდროენერგო დეპარტამენტი გუმათი I, გუმათი II და რიონის ჰიდროელექტროსადგურების კაშხალზე გეგმიურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, მოხდება კაშხლის გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს კაშხლის დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა–გაწმენდას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან,  გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტთან.

 

ამ პერიოდში, მდინარე რიონის წყლის დონე ქუთაისში დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით, შეთანხმებულია ყველა შესაბამის ორგანისთან და არ გამოიწვევს ელექტროენერგიის გათიშვას.

 

 

ენერგო–პრო ჯორჯია ყოველწლიურად ატარებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს, რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2318
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია