დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს დაცვის ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/05/04 15:24:11

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სამინისტროში გაცნობითი ხასიათის პირველი შეხვედრები გამართა.  

 

მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა და სამინისტროში განხროციელებული და დაგეგმილი  პროექტების  მიმდინარეობას გაეცნო.  გიგლა აგულაშვილი  უწყებაში ყოფილ მინისტრთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მოვიდა. 

 

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ხოკრიშვილმა მინისტრის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიგლა აგულაშვილი წარადინა. გიგლა აგულაშვილი ამ პოსტის დაკავებამდე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2865
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია