დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაზო ჩხეიძე გარდაიცვალა
2015/05/04 14:50:14

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" "ეროვნული კინოცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა ჯანელიძემ დაუდასტურა. ჯანელიძის თქმით რეზო ჩხეიძე დღეს 22:00 საათზე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 


რეზო ჩხეიძე ცნობილი ქართველი მწერლის დავით ჩხეიძის ვაჟი იყო. ის 1926 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. 1943-46 წლებში რეზო ჩხეიძე რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. მის სახელს უკავშირდება კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე,“ „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი,“ ასევე ფილმები: „მაგდანას ლურჯა,“ „ჩვენი ეზო,“ „განძი,“„ღიმილის ბიჭები,“ “ნერგები,“ "ჯარისკაცის მამა," „მშობლიურო ჩემო მიწავ“ და ა.შ.

 

რეზო ჩხეიძე დაჯილდოებულია არაერთი მედლითა და სხვადასხვა სახის ჯილდოთი. 1963-1981 წლებში ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი იყო. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგად მუშაობდა.

 

ბოლო წლებში ჩხეიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო. მისი ვარსკვლავი რუთაველის თეატრის წინ რამდენიმე წლის წინ გახსნეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია