დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საუკუნოვანი ტრადიცია
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
2015/05/03 17:45:41

გვირილობის“ დღესასწაული მესამე საუკუნეს ითვლის უკვე ქუთაისში.


მე-19 საუკუნის მიწურულს ჭლექით დაავადებულთა  დასახმარებლად გამართული ერთი საქველმოქმედო საღამო ლამაზ ტრადიციად  და ქუთათურთა და მათი სტუმრების საყვარელ დღესასწაულად იქცა.

 

2 მაისი წელსაც ზეიმით აღინიშნა ქუთაისში.

 

დღე ტრადიციულად ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. ქუთათელ-

გაენათელმა  მიტროპოლიტმა, მეუფე  კალისტრატემ საზეიმო ლოცვა აღავლინა.

 

შემდეგ კი ქალაქის ცენტრსა და უბნებში სხვადსხვა ღონისძიებები გაიმართა.

 

ქუთაისის მერიაში გაიმართა დიპლომატიური კორპუსის მიღება.

 

„სამი ოთარის“  ძეგლთან პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს სახელოვანი ქუთაისელების ძეგლები.

 

დღესასწაულის ეპიცენტრი ქალაქის ცენტრალურ ბაღში იყო. სპორტული, საცირკო, მხატვრული სანახაობები, მინი-კონკურსები მაყურებლის ყურადღების და მონაწილეობის გარეშე არ რჩებოდა. გიმნაზისტი გოგონები გვირილების თაიგულებს სთავაზობდნენ სტუმრებს.

 

იქვე იყო საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა და ყვავილების ფესტივალი, რომელიც ცნობილმა მებაღემ, ზურა შევარდნაძემ მოაწყო და ქუთაისლებს მისი „გარდენიადან“ ჩამოტანილი  ულამაზესი ყვავილების ნერგები შესთავაზა.

 

„მონ პლეზირის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც ბევრი დამთვალირებელი ჰყავდა
ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვას. აქვე მოეწყო ფოტოგამოფენა XIX საუკუნის ქუთაისელი ქალბატონების პორტრეტები“.

 

პარლამენტის მიმდებარე ტრასაზე გაიმართა ავტორალი.

 

სპორტის სასახლემ კი ჯიშიანი ძაღლების გამოფენას უმასპინძლა.

 

განსაკუთრებული ელფერი ჰქონდა „ქუთაისობისაღნიშვნა მუხრანის ტყეშისადაც იმერეთის ყველა მუნიციპლიტეტმა ქართული სამზარეულოს შედევრებზე მიიწვია სტუმრები.

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩატარდა საჯარო ლექცია ქუთაისი - საქართველოს მეორე დედაქალაქი“ , შემდეგ კი გაფორმდა 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აწსუ- და ფრანგულ ინსტიტუტს შორის. სტუმარ-მასპინძელმა ერთად დარგეს ლქვებისკვიპაროსებკედრების ნერგები.

 

ბოტანიკურ ბაღში გაიხსნა ნიკო მარის მუზეუმი  და მოეწყო იმერული ოდის პრეზენტაცია.

 

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 2 მაისს დასრულდა
გამოფენა ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციიდან“.

 

მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში გაიმართა
ნიკოლოზ საღარაძის ფოტონამუშევრების გამოფენა და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი.

 

ოქროს ჩარდახის აივანზე, ჩაღლარის  ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლამ  წარმოადგინა  ლიტერატურული კოსტიუმირებული კომპოზიცია ცისფერყანწელებზე.

 

ყველგან ისმოდა მუსიკა- ზოგან  ბაფთიანი გიტარა კვნესოდა, ზოგან ხალხური საკრავების ჰაგნები ქმნიდა საზეიმო განწყობას, ზოგანაც ელექტრონული მუსიკა.

 

საღამოს ცენტრალურ მოედანზე გაიმართა გალა-კონცერტი.

 

 

„ორმაისობა“ კი სადაც დაიწო, იქ დასრულდა- ბაგრატის ტაძრის ეზოში. ასობით მანათობელი ფრანი ავიდა ბაგრატის ტაძრიდან ცაში და თან წაიღო ქუთაისელთა და მათი სტუმრების ნატვრები და სურვილები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2627
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია