დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს ქალთა საბჭოს აქცია ჭიათურაში
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/05/03 10:21:49

საქართველოს ქალთა საბჭო (WOMENS COUNCIL OF GEORGIA) 1948 წელს ჩამოყალიბებული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელისშეწყობაა. ამ ორგანიზაციამ 2 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ თემში, ნიგოზეთში, სამედიცინო-იურიდიული მომსახურების აქცია ჩაატარა.

 

საქართველოს ქალთა საბჭო მრავალ პროექტს ახორციელებს კონფლიქტისპირა რეგიონებში, მოწყვლადი ჯგუფის სოციუმებისათვის და, ზოგადად, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის.

 

2 მაისს, ნიგოზეთის თემის ერთ-ერთ სკოლაში ქალთა საბჭომ 7 მედიკოსის დახმარებით ასამდე ადამიანს გაუწია სამედიცინო დახმრება. ექიმთა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა ვიწროსპეციალიზაციის წარმომადგენელი, არა მარტო დიაგნოსტიკური სახის სამუშაოები განახორციელეს, არამედ მათ 3 ათასი ლარის პრეპარატები დაურიგეს მოსახლეობას.

 

საერთო სურათის მიხედვით, ყველაზე მეტი სამუშაო შეასრულა თერაპევტმა თამარ შოშიაშვილმა, თუმცა მოსახლეობას გვიან საღამომდე  კონსულტაციებს უწევდნენ  ფსიქოლოგები მარინა კოლხიდაშვილი და ნატალია ალაგარდაშვილი. ექიმებმა დააფიქსირეს რამდენიმე შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაც.

 

ჭიათურის ჰიფსომეტრიული მდებარეობიდან გამომდინარე,სასმელ წყალში იოდის ნაკლებობის გამო ენდოკრინოლოგიური პრობლმებიც იჩენს თავს. ამ საკითხზე მოსახლეობას მომსახურებას უწევდა ექიმი თეონა ღვალაძე, დერმატოლოგიური და სტომატოლოგიური კვლევები ჩაატარეს ნინო და დავით სანოძეებმა, ხოლო ბიოქიმიური_ მზია დუნდუამ.

 

საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლობამ იმ პაციენტებს, რომლებსაც ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემები აღმოაჩნდათ, თბილისის წამყვან კლინიკებში უფასო მომსახურება შესთავაზა.

 

ჭიათურის გამგებლის წარმომადგენელმა ნიგოზეთის თემში შუქრი შეყილაძემ აღნიშნა, რომ ქალთა საბჭოს მიერ ჩატარებული აქცია ნამდვილად გამართლებული ჰუმანიტარული ჟესტი იყო და სამომავლოდ რამდენიმე პროექტის იდეაც ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც ამ ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობა მოუწევთ.

 

მოსახლეობას იურიდიულ კონსულტაციებს გაუწია იურიდიული კომპანია „თემიდას“ დამფუძნებელმა ნანა ჯიქიამ. მოსახლეობას, ძირითადად, სოციალურ პრობლემებზე სჭირდება რეკომენდაციები, რასაც ჩვენ სიამოვნებით გავუწევთ უფასოდ,_ აღნიშნა ნა ჯიქიამ.

 

 აქციის იდეა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ინა ასანიძეს, ეკუთვნოდა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია