დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი სტუმრებს გვირილებით ეგებება
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/05/02 10:29:29

დღეს ქუთაისში ტრადიციულად აღინიშნება ორმაისობა,  გვირილობის დღესასწაული. გილოცავთ ყველა ქუთაისელს და არამარტო ქუთაისელს, ყველას, ვისაც ქუთაისი უყვარს, ამ სიკეთის, სილამაზისა და სიყვარულის დღეს!


ქუთაისელები დღეს განსაკუთრებული ხელგაშლილობით ეგებებიან სტუმრებს და მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა გასართობ , ლამაზ და შემოქმედებით ღონისძიებებს სთავაზობენ მათ.

 

ორმაისობა  ბაგრატის ტაძრის ეზოდან დაიწყო მიტროპოლიტის ლოცვა–კურთხევით და
ქალაქის ცენტრალურ ბაღში მთელი დღის მანძილზე ყვავილების ფესტივალით გაგრძელდება


ქალაქის მერია დილიდანვე სტუმრების ოფიციალურ მიღებას იწყებს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

მერე კი ქალქის სტუმარ–მასპინძლებს მთელი დღის მანძილზე შეეძლებათ მათთვის სასურველ ღონისძიებებს დაესწრონ:


·         ქუთაისური გვირილების სანაცვლოდ ქველმოქმედება გასწიონ;

 

·         საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა მოინახულონ;

 

·         მონ პლაზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა დაათვალიერონ;

 

·         სპორტის სასახლეშისასკოლო სპორტული ოლმპიადის ფინალურ მატჩებს დაესწრონ;

 

·         იუსტიციის სახლსა და პარლამენტს შორის.
საავტომობილო შეჯიბრი უყურონ;

 

·         პატივი მიაგონ სამი ოთარის ძეგლს;

 

·          პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნების ფესტივალს ესტუმრონ და საყვარელი წიგნები შეიძინონ;

 

·         ცენტრალური ბაღში სპორტულ ღონისძიებებს დაესწრონ: –ქუჩის ხელბურთიმაგიდის ჩოგბურთიბალახის ჰოკეიჭადრაკიტანვარჯიში აღმოსავლური ორთაბრძოლები;

·         მონ პლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტოგამოფენა  დაათვალიერონ – „XIX საუკუნის ქუთაისელი ქალბატონების პორტრეტები

 

·         მესამე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პნევმატური იარაღით სროლაში გაივარჯიშონ;

 

·         ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში ფიროსმანის გამოფენას ესტუმრონ;

 

·         აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია „ქუთაისი - საქართველოს მეორე დედაქალაქი– მოისმინონ;

 

·         ქუთაისობის დღესასწაულის აღნიშვნა მუხრანის ტყეში განაგრძონ,  ქართული სამზარეულოს შედევრები დააგემოვნონ;

 

·         ბოტანიკური ბაღს ესტუმრონ და ნიკო მარის სახლ-მუზეუმის გახსნითა და იმერული ოდის პრეზენტაციით ისისმოვნონ.

 

·         ოქროს ჩარდახში ოთარ ქანდარიას გამოფენა დაათვალიერონ და ამ ისტორიულ ეზოში ცისფერყანწელებზე შექმნილჩაღლარის სკოლის ლიტერატურულკოსტიუმირებული კომპოზიციას დაესწრონ;

 

·         საღამოს კი ქუთაისის ცენტრალური მოედანზე გალა კონცერტით ისიამოვნონ, ხოლო შემდეგ ბაგრატის ტაძრის ეზოში „სურვილების ღამე“ მოიწყონ და ანთებული ფრანები გაუშვან...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია