საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან
2015/05/01 16:56:30

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით  ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბის წევრები 29 აპრილს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო  არასრულწლოვნებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის, პოპულარიზაციის მხარდაჭერა. კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ახალგაზრდებს ალკოჰოლის,თამბაქოს, მავნე ნივთიერების უარყოთ ზეგავლენაზე ესაუბრა. შეხვედრაზე ასევე, აივ/შიდსის, ადრეული ქორწინების, რეპროდუქციის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების და ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს, შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა.შეხვედრას ასევე ესწრებოდა დემოგრაფიული ცენტრის თავმჯდომარე  თამარ ჩიბურდანიძე,  რომლებმაც  ახალგაზრდებს სამომავლო გრძელვადიან  პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


 

ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბი პროექტის ,,ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა’’ ფარგლებში შეიქმნა და მასში 14–18 წლამდე მოზარდები გაწევრიანდნენ. პროექტს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1869
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია